დიდი ზომის ფუმფულა ძაღლი სახელად ფლოიდი მეპატრონემ მთის დასალაშქრად წაიყვანა, თუმცა ძაღლი სიარულით დაიღალა და პატრონი იძულებული გახდა, დასახმარებლად 911 გამოეძახა.

საქმე იმაშია, რომ ძაღლი მისი ზომის და წონის შესაბამისზე მეტია და ის 85 კგ-ს იწონის, შესაბამისად ფლოიდისთვის მთაზე რამდენიმე მილის გავლა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან უზარმაზარი ძაღლი სიარულით ისე იყო დაღლილი გზას ვეღარ აგრძელებდა.

“სამაშველო ოპერაცია ფლოიდის ზომის გამო ჩატარდა” – განაცხადა ძაღლის მეპატრონემ.

ფლოიდის სამაშველო ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა და მასში 10- მდე მაშველი იღებდა მონაწილეობას.

459 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი