“მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს​ აუდის, პოლიტიკა მიდის იქითკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს”

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების მატება სწორი ტენდენციაა და მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს აუდის.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების მატება სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის მიზეზი არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს.

მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს​ აუდის. კონკრეტული პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, ეს არის გადასაჯდომი ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე და პიკის საათებში იქ არის მომეტებული რაოდენობა.

სისტემურად უნდა შევხედოთ საკითხს, როდესაც პოლიტიკა მიდის იქითკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს, ეს არის სწორი და მეორე შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები, თუნდაც საინფორმაციო კამპანიები.

ტაქსის მოხმარება არ შემცირებულა, შესაბამისად ნურავინ დაუკავშირებს მეტროში მგზავრთა ნაკადის ზრდას ამ რეფორმას” – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

newposts

634 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი