ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი ვაჟის აღზრდის მეთოდებზე საუბრისას საკუთარ შემთხვევას იხსენებს. ეს მოგონება-იგავი ბევრ შეკითხვას სცემს პასუხს:

– ერთხელ, ჩემმა 11 წლის ბიჭმა, დედას აწყენინა. მეუღლემ ძალიან განიცადა და ტირილი დაიწყო. ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა ყვირილი, ჩხუბი, გინება, ბავშვის ცემა და ა.შ. ჩვენი იარაღი მხოლოდ სიტყვა და პირადი მაგალითი გახლდათ ყოველთვის. მე დაკავებული ვიყავი ჩემი სამეცნიერო შრომებით. შემეძლო გამოვსულიყავი ოთახიდან და მეთქვა ბავშვისთვის: როგორ გაბედე ამის გაკეთება? აბა, ახლავე ბოდიში მოუხადე დედას, ანუ მემოქმედა მშობლის ძალაუფლებით. შემეძლო შეშინებაც: „არ გაბედო ამის ხელმეორედ გაკეთება! გაიგე? წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გაექნება ჩემთან! მე შენი მამა ვარ!“ ასე იქცევა ბევრი მამა.

დედასაც შეეძლო ეყვირა, სილა გაეწნა, გაეგდო ოთახიდან. მაგრამ ეს ხომ აღზრდა არ არის, ასეთი ქმედებებით ბავშვის აღზრდა შეუძლებელია. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი მშობლების. მას უნდა გავუღვიძოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მას უნდა ეშინოდეს იმისა, რომ არ დაარღვიოს პასუხისმგებლობა, ეს უხერხული და არასამართლიანი იქნება. სინდისის წინაშე უნდა გვქონდეს შიში. არ მინდა თავი მოგაწონოთ ჩემი ქმედებით, მაგრამ აი, როგორ მოვიქეცი მოცემულ სიტუაციაში.

ამ უსიამოვნებიდან გავიდა ერთი კვირა (იმ წუთას არაფერი არ მოვიმოქმედე), მინდოდა ეს ფაქტი დავიწყებას მისცემოდა. რა თქმა

წყარო: მშობლები.ჯი
771 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი