პრინცი უილამსისა და ქეით მიდლტონის თვითმფრინავი ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო ჰაერში ამოტრიალდა, რის შემდეგაც ლაჰორის საერთაშორისო აეროპორტში იძულებით დასვეს,- ინფორმაციას ავრცელებს TIME-ი

თვითმფრინავზე მყოფი ჟურნალისტების განცხადებით, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები პაკისტანში 4 დღიანი ვიზიტის განმავლობაში მიფრინავდნენ ლაჰორიდან ისლამაბადში, რა დროსაც ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო პილოტს მოუწია უკან დაბრუნება. ფრენა 25 წუთი უნდა გაგრძელებულიყო თუმცა ამინდის გაუარესების გამო მფრინავს მოუწია 2 საათის განმავლობაში დარჩენილიყო ჰაერში სანამ არ მიეცა საშუალება უსაფრთხოდ დაესვა საფრენი აპარატი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტმა სიმონ პერიმ TWITTER-ის საკუთარ გვერდძე დაწერა: „ როგორც იქნა დავეშვით, თუმცა ლაჰორში. როდესაც ისლამაბადში დაშვება სცადა ჩვენმა თვითმფრინავმა საშინელ ქარიშხალში აღმოვჩნდით. თვითმფრინავს ელვა დაეჯახა მარჯვენა ფრთაზე, რამაც შეგვაქანა. პილოტი ცდილობდა დაესვა საფრენტი აპარატი, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც უკან გავბრუნდით“ .

პრინცმა უილიამსმა, რომელიც ბრიტანეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს იხუმრა და განაცხადა, რომ ჭექა-ქუხილის დროს იგი თვითმფრინავის სალონში დაფრინავდა.

newposts

592 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი