ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს აჩვენა, რომ ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება. “მაშინ, როცა ძლიერი ნერვული აქტივობა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, სუსტი ნეირონული მოქმედება სავარაუდოდ, ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას”, – აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევარების აზრით, ეს დაკავშირებულია ცილასთან, რომელსაც REST-ი ჰქვია.

მეცნიერებმა შეისწავლეს 60-დან 100 წლამდე, გარდაცვლილი ადამიანების ტვინები და დაადგინეს, რომ ტვინში ცილა REST-ის დაბალი კონცენტრაცია ნაადრევ სიკვდილს იწვევს. თუ ეს ცილა დიდი კონცენტრაციით არის, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება.

ადამიანებს, რომლებმაც 100 წლამდე იცოცხლეს, ტვინში გაცილებით მეტი რაოდენობით ჰქონდათ ცილა REST-ი, ვიდრე, მათ ვინც 60-70 წელი იცოცხლა.

newposts

935 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი