ის განსაცდელები, რომლებიც ხდება, შეუძლებელია, შემთხვევით მოხდეს.
ყველა მიმართულებით, ვერც ერთ სფეროს ვერ ნახავ ისეთს, რომ პრობლემა არ იყოს.
ამას წინათ ვფიქრობდი, ეს პერიოდი ჰგავს დავით აღმაშენებლის წინა პერიოდს, როდესაც საქართველო პრაქტიკულად აღარ არსებობდა. იყო ხელისუფალი, რომელმაც ხელი ჩაიქნია და მარტო სვამდა და ნადირობდა. ყველაფერი მოშლილი იყო, ტყეების მეტი არაფერი იყო. გადახედეთ ისტორიას და ნახეთ – ეს პერიოდი, ყველაფრით ჰგავს დღევანდელ საქართველოს, პოლიტიკურადაც, ტერიტორიები დაკარგული, არც ეკონომიკა, არც სამხედრო, ჯარი. ქართველი ხალხი – უკიდურესად შეშინებული და ღირსება აყრილი, ეკლესია – უმძიმეს მდგომარეობაში, მამათმავლებით და ასეთი გარყვნილებით სავსე და კლანურად მართული; სამეფო ხელისუფლება ჩამოშლილი…

არაფერი იყო და 16 წლის ბიჭი დაჯდა ცხენზე და არაფრისგან შექმნა საქართველო.

თუ ჩვენც ვიცხოვრებთ ღვთის სიტყვის შესაბამისად, აუცილებლად მოგვხედავს უფალი. ამიტომ გავაცოცხლოთ ჩვენი რწმენა შიგნით, სხვაგან ნუ ვეძებთ ღმერთს, შიგნით მოვძებნოთ, სწორად ვილოცოთ, ევქარისტიული ცხოვრება გვქონდეს და ვიყოთ მაგალითი ყველასათვის ჩვენი ცხოვრების წესით – ეს არის ჩვენი საკეთებელი.
და არ ვიწუწუნოთ და იმედი არასდროს დავკარგოთ, რადგან გამოუვალი სიტუაცია ჩვენთვის არსებობს, მაგრამ ღმერთისთვის არ არსებობს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

876 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი