ირინა შეიკი დროებით დედის ამპლუიდან გამოვიდა და Sephora-ს საღამოზე გაბრწყინება გადაწყვიტა. ირინამ აბრეშუმის წითელი კაბა მოირგო, რომლის ორმხრიანი ღრმა ჭრილის დამსახურებით, თავისი მშვენიერი ფეხების დემონსტრაცია მოახდინა ნიუ-იორკის ქუჩებში. ხასხასა წითელი ტუჩსაცხითა და ბრილიანტის აქსესუარებით, შეიკი მეგობრის, პატ მაკგრათის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე გაემართა.
„რამდენიმე წლი წინ, დედაჩემმა ისეთი რამ მითხრა, რაც არასოდეს დამავიწყდება: რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, ყოველთვის იყავი ლედი”.
ირინა შეიკი

პატ მაკგრათი სელებრითების რჩეული მეიქაფ არტისტია. ირინას საუცხოო მაკიაჟის შექმნაზე პატმა თავადვე იზრუნა, შემდეგ კი ბიუთი ლუქი Instagram-ის მეშვეობით გაგვიზიარა. შეიკის ბრწყინვალე ფოტოებმა მალევე დაიმსახურა აღფრთოვანება და საოცარი სისწრაფით მოედო სოციალურ ქსელებს.