ინტელექტი არ განისაზღვრება იმით, რამდენი წიგნი გაქვს გადაშლილი… ინტელექტის მახასიათებელი ნიშანი, შინაგანი კულტურაა… ყოველთვის სხვისი განკითხვა, შეურაცხყოფა კომპლექსების ბრალია…
გეშინია, ვინმე შენზე წინ არ დადგეს. ამიტომ გამოგინილი ისტორიებით, ლანძღვით და გინებით ცდილობ დააკნინო… სინამდვილეში საკუთარ თავს დაუფარავად ავლენ და ორღობის ჭორიკანას ემსგავსები…

დაიხარჯე იმისთვის, ვისაც გულით სჭირდები, შეეწიე იმას, ვისაც მართლა სჭირდება, გახსოვდეს ის, ვინც სულ შენს მოლოდინშია, ემეგობრე მას, ვისაც ნამდვილად ესმის რა არის ერთგულება, აპატიე ყველას, მაგრამ ვინც თვლის, რომ უდანაშაულოა, საბოლოოდ გაუშვი თავის გზაზე… გიყვარდეს ნებისმიერი… შენი ცხოვრების გზას არ გადაუხვიო და გახსოვდეს, ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება არის ის, რასაც მარადიული ცხოვრებისთვის მოიხვეჭ… აქ რაც არ უნდა დააგდოვო, ყველაზე ძვირადღირებულ ნივთსაც კი, ჩრჩილი და ჭია არ აცდება!..

ყველას თავის აღმართი აქვს… მას ვერასდროს აივლის, თუ ყოველთვის სხვისი ცხოვრების განხილვით არის დაკავებული!..

წყენა არა, სიხარული აგროვე და მიხვდები რა არის ნამდვილი ბედნიერება!..

მარტო დარჩი?! არა, აქამდეც მარტო იყავი. უბრალოდ, ადამიანების მისვლა-მოსვლა გატყუებდა… ათასი მომსვლელიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დარჩეს. ისიც იშვიათად. ზოგს ინტერესი კლავს, ცნობისმოყვარეობა და სიახლის წყურვილი… როგორც კი ამ პერიოდს ამოწურავს, მიდის… კარგი ეს თუ ცუდი?! რა თქმა უნდა კარგია… შემთხვევით მოსული აუცილებლად უნდა წავიდეს და შენც აუცილებლად უნდა იცოდე, რომ გადამწყვეტ მომენტში მარტო იქნები… ადამინებზე ნურასდროს დაამყარებ იმედს, თორემ ღალატის შემთხვევაში ისინი არა, შენ იქნები დამნაშავე, რადგან მათზე დიდი წარმოდგენა შეიქმენი… ერთადერთი შენს პატიოსნებას, ღირსებასა და სინდისს ენდე… დანარჩენი ,,იყო და არა იყო რა”!..

620 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი