ჩვენი სტუმარი დეკანოზი, ფსიქიატრი და ლექტორი დავით ციცქიშვილია.

მამაო ჩვენ თვითმკვლელობის სტატისტიკა გვაინტერესებს. რატომ იმატა რიცხვმა? რა არის მიზეზი ?

სტსტისტიკა ნამდვილად შემზარავია და ბოლო დროს რიცხვმა იმატა. ძნელია ზუსტი მიზეზის პოვნა თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რითაც ადამიანს შეიძლება შევატყოთ,რომ მასთან რეალური განსაცდელი მოვა. ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიიღება, ხშირად ადამიანები წლობით ებრძვიან საკუთარ თავს. დასანანია, მაგრამ უმეტესობა მაინც მარცხდება ამ ბრძოლაში.

როცა ადამიანი თავს, იკლავს ბოროტი სული გაჩერებულია მასთან და ჩასძახის, რომ დაამთავროს სიცოცხლე.

მშობლებმა შვილებს ცხოვრებაც უნდა ასწავლონ. ჩვენ ადამიანურობის თვისება გვაქვს დაკარგული.

ეკლესიამაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, ამ კუთხით განგაშის ზარებია დასარეკი! ახალგაზრდებს არავინ ეკითხება რა აინტერესებთ, რა აწუხებთ? დიალოგი უნდა იყოს და არა მონოლოგი.  ახალგაზრდას ისე უნდა აუხსნათ, რომ მან ეს გაითავისოს.

ხშირად ახალგაზრდები თინეიჯერობის ასაკში, მიდიან ეკლესიიდან. ეს იმიტომ, რომ მათი მისვლა თავიდანვე იყო გაუაზრებელი.

ჩვენი ამოცანაა სწორი ურთიერთობები, ამ კუთხით დროს ჩამოვრჩებით.

1, 312 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი