დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, “რუხი მოლის” ტერიტორიაზე, გაიმართა “ხაჭაპურის ფესტივალი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სრულიად საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა. მათ ადგილზე გამოაცხვეს ტრადიციული ხაჭაპურები.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, “ხაჭაპურის ფესტივალის” გამარჯვებული გახდა მეგრული ხაჭაპური, რომელიც გამოაცხო მარტვილელმა ქალბატონმა ბელა კუპრავამ.

ფესტივალზე ხაჭაპურის გარდა მომზადდა ელარჯი და გებჟალია.

მოქალაქეებს, რომლებიც დაესწრნენ ფესტივალს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ფესტივალზე წარმოდგენილი სხვა პროდუქტებიც”.

“ხაჭაპურის ფესტივალს უძღვებოდნენ ნიკა წულუკიძე და მაია ღუბელაძე.

“ხაჭაპურის ფესტივალის” დასრულების შემდეგ ჩატარდა სოფო ბათილაშვილის კონცერტი.

ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით და პროექტ “ზრდას”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.

წყარო: ზუგდიდელები

744 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი