ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 40 წლის ქალი მშობიარობისას, ჩვილთან ერთად გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახი ენით აღუწერ სიღატაკეში ცხოვრობს. ქალს დარჩა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლე და 4 შვილი. უმცროსი 6 წლის არის, უფროსი კი 16. 2 თვის წინ ოჯახისთვის სოციალური დახმარებაც მოუხსნიათ.

40 წლის ინგა კაკიაშვილი დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში გარდაიცვალა.

ქალი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩდნა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, თუმცა, საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა.

ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

ხაშურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იკვეთება ექიმის შესაძლო გადაცდომა და მას დროებით, საქმიანობა შეეზღუდა. აღმიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.

833 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი