ნათის

ბებია ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ , მაგრამ …
იცით როგორი მყავს … ?
აი ერთი სიტყვით კი არა მრავალი სიტყვითაც , რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი …
კეთილი და მშრომელი , დილაადრიან ყველაზე ადრე დგება ხოლმე , ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს ჩაიცვამს და ჭაღარა თმას გადაივარცხნის ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებს …
” მაშინ ბავშობაში , უშუქობის ხანა იდგა , ლამპას აანთებდა , ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა , ჩაის დაადგამდა და ფეჩის დუხოვკაში )) გამომცხვარ გურულ ღვზელს თეფშე დააწყობდა …
მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით … საათობით შეეძლო ემუშავა , მიწას ისე თოხნიდა ალესილ პირიანი , პრიალა , თლილ ტარიანი თოხით , გეგონებოდა კი არ თოხნის , ეფერებაო …
ზედმეტ ბალახს არ გააჭაჭანებდა ყანაში , შემოდგომაზე სიმინდს მოტეხდა , ჩალას ლამაზ , თანაბარ კონებად შეკრავდა და ბოლოს თაიგულივით ააწყობდა ჩვენი სახლის უკანა ეზოში დიდ ზვინად … უყვარს ხოლმე იმ დროის გახსენება როცა ახალგაზრდა იყო , მის მშობლიურ სოფელში პირველად , რომ დაამუშავა მიწა …
შემოდგომაზე ყურძნის მწიფე მტევნებს ” ბაბუასთან ერთად ” ხის დიდ კასრში მოაქცევდა , მერე მაჭრად აათუხთუხებდა , მოხსნიდა ხოლმე ხისავე თავსახურს და დიდი თლილი ჯოხით ამოურევდა …
ბაბუა გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის გასაყარზე ახალ დაყენებული ღვინის წრუპვას დაიწყებდა აგიზგიზებულ ფეჩთან , მისი ცოლის ნახელავ ცხელ ჭადს , გურულ ყველს და ლობიოს ჩაუფენდა … )) ” ბაბუე , ბებიეს ლობიოს სნიკერს ეძახდა ” … ))
ჩვენს ბოსტანში მოწეულ ბოლოკს ოთხად გაჭრიდა , მწვანე ხახვს ლამაზად დაახვევდა მარილს მოაყრიდა , ისე მოაყრიდა როგორც მადლს …
მადლიანი კაცი იყო და ყველაფერი კეთილად გამოდიოდა …
მარტო არაფრით ივახშმებდა მეწყვილე ყავდა ნათელე ბებიე დაუძახებდა
” მოი ჩემო ფოტინა უშენოდ რა მაჭმევს ან რა დამაძინებსო ” …
საღამოს ღუმელთან ჩამოგვისვამდა ორცალ შვილიშვილს და მოგვიყვებოდა დიად წარსულზე , ” თუ რა მაგარი ცოლი ყავს ” მოგვიყვებოდა ამბავს იმაზე თუ როგორ დაინახა კოხტა თვალებბრიალა ნათო ” ლიმონათის ქარხანაში ” )) როგორ ჩაუვარდათ ერთმანეთი გულში …
მერე როგორ მოატარა ” კომუნისტების დროს ” საუკეთესო ექიმის ძიებაში და როგორ გამოსტაცა სიკვდილს მისი ნათო-ფოტინე …
მოგვიყვებოდა იმაზე თუ როგორ ააშენა სახლი და როგორი დიდი სიყვარულით ცხოვრობდნენ …
ღამით შუაში ჩავუწვებოდით , ” მე და ჩემი ძმა ” ცოლ-ქმარს )) ჭკუას გვარიგებდნენ შეთანხმებულად და ჩვენც ვპირდებოდით , რომ კარგი და კეთილი ვიქნებოდით , დამჯერე და საამაყო … მერე მათი მოყოლილი ზღაპრების მოსმენაში ჩაგვეძინებოდა ” …
არის განცდები , ამბები , ადამიანები , რომელთა დავიწყება ასე მგრძნობიარე გულს არაფრით შეუძლია …
და მე თუ მკითხავთ ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ როცა ამ განცდების , ამბებისა და ადამიანების არსებობას საკუთარ თავში განუწყვეტლივ , ყოველ წუთსა და წამს გრძნობ …
ბებიე ბაბუეს გარეშე ვერ ვთქვი ……….
და თუ რამე აურ-დავურიე მეპატიება 😊

798 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი