ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გადაცემა”იმედის დღეში” ბავშვების შიშებზე ისაუბრა. ბევრ ბავშვს სიბნელის ფობია აქვს, ბევრს კი მულტფილმში ან ზღაპარში ნანახი გმირის აღმა უჭირს. რეალურად, რა არის შიში და რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე ბავშვებთან ერთად, ნათია ფანჯიკიძე ასე განმარტავს:
– ბავშვი ძალიან შთაგონებითი არსებაა და მისი დაჰიპნოზება, კარგი თუ ცუდი თვალსაზრისით, ყოველთვის შეგვიძლია. ჩვენ თვითონ თუ გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ჩვენ ძალიან საყვარლად ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს

სიბნელეში ეშინიათ რაღაც “ბუღდაჯანების” და სინამდვილეში ეს “ბუღდაჯანები” ჩვენ ვართ. მშობლები თვითონვე იგონებენ ამას დაშინების მიზნით და მერე, ბავშვს ძალიან ეშინია ამ ყველაფრის.

– ძალიან ხშირად მშობლები არასერიოზულად უყურებენ ხოლმე ბავშვების შიშებს. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ გაუვლის. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა დამოკიდებულებამ, როცა ბავშვს მართლა ეშინია, ერთი შეხედვით, ძალიან დიდი სიულელის, სიბნელის?

– სიბნელე არ არის სისულელე. სიბნელე არის მშთანთქმელი, სიბნელე ყლაპავს ფერებს, საგნებს და განასახიერებს ფსიქოლოგიურად, ერთგვარ უფსკრულს. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვი ამას უპირისპირდება, სულაც არ არის ეს სასაცილო და სახუმარო. ავუნთოთ შუქი, ვაჩვენოთ ეს საგნები თავის ადგილზე, მერე ჩავაქროთ. ერთად ვუყუროთ მანქანის ფარები რომ ჩრდილებს ქმნის, რადგან ბავშვს ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი აქვს.

mshoblebi.ge

771 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი