ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი (1886 – 1950)  დიმიტრი უზნაძე.  განწყობის თეორიის ფუძემდებელი,  საქართველოში ფსიქოლოგიის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ურჩევს მასწავლებლებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას:

გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესი ეფექტურია, თუკი ის დადებით განწყობას გულისხმობს და არ არის დაკავშირებული სტრესთან.

მასწავლებელმა უნდა მოარგოს სასწავლო მასალა, მოსწავლის განწყობას და მის ძალებს, სხვაგვარად წინსვლა შეუძლებელია.

საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, მათი სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.

ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ინტელექტუალურ მხარეზე, აუცილებელა მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნული ძალების გახსნა.

აღზრდა ეს არის იდეალურისკენ სწრაფვა.

თუ აღმზრდელი არ ითვალისწინებს ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს, ის ხელმძღვანელობს მხოლოდ იმით რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი, ქმნის უფსკრულს აღსაზრდელსა და აღმზრდელს შორის. ეს აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა.

სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მოსწავლის ინტელექტუალური მოთხოვნილება სწავლის წყურვილში გადაიზარდოს.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ანვითარებს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს.

სპეციალურად საიტისთვის www.ReadTime.ge

1, 036 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი