ერთი ძალიან მძიმე ფაქტის შესახებ მინდა მოგიყვეთ:

საქმე იმაშია, რომ ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს, ექიმებმა შაკიკის გამო “ამიტრიპტილინი” დაუნიშნეს. ეს წამალი თავიდან მოქმედებს, ტკივილს აყუჩებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მაგრამ შემდეგ რაც დრო გადის, მისი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე უკონტროლო ხდება. პაციენტი ისე ზრდის წამლის დოზას,  რომ ვერც კი აცნობიერებს. სწორდედ ამის გამო 22 წლის ანგელოზი დავკარგეთ. ამ საშინელმა წამალმა თუ “საწამლავმა” გამოგვაცალა ხელიდან სიცოცხლით სავსე გოგონა!

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს “ამიტრიპტილინის” უარყოფით შედეგებზე და უკუჩვენებებზე:

ანა:  ” საშინელი წამალია! კუჭი ან თირკმელები თუ გაწუხებთ არ გაეკაროთ. ბევრის მიღება “ტიკებს” ტოვებს. მე მქონდა დანიშნული და უარი ვთქვი! სისულელა მაგით მკურნალობა. 18 ტაბლეტს ვსვამდი ერთ დალევზე და ვერ ვგრძნობდი დოზას. აშტერებს ადამიანს !”

ნინო: ” ამიტრიპტილინით მკურნალობას, ჯობს საერთოდ არ დალიო ანტიდეპრესანტი. პროგრესი უმეტეს შემთხვევაში არ არის და საშინელი უკუჩვენებები აქვს! ”

ლიკა: ” შაკიკი მქონდა დამინიშნეს “ამიტრიპტილინი” არაფერი არ მიშველა. პირიქით,  რამდენჯერმე ცუდად გავხდი და საავადმყოფოშივე ვიკლავდი თავს. ჰალუცინაციებიც იცის – მოჩვენებები! მაქსიმუმ მეოთხედის მიღება შეიძლება, გვიან იწყებს მოქმედებას თუ დალევ  მთელი ცხოვრება უნდა სვა. კიდევ რა ვთქვა ყველაფერი ცუდი აქვს ამ წამალს! ჩემი თხოვნაა არ მიიღოთ. ”

თუ შენ ახლა ამას კითხულობ და რაიმე პრობლემები გაქვს ფსიქოლოგიურად, შაკიკი გაქვს,  დეპრესია ან საკუთარ თავს ვერ ერევი და რთული პერიოდი გიდგას. დამიჯერე არ გაეკარო ამ საშინელ წამალს!

სპეციალურად საიტისთვის: ნინი ბაბლუანი

www.ReadTime.ge

2, 393 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი