რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს საპროტესტო აქცია მოუწყვეს. აქციის მონაწილეები მინისტრს პასუხს სთხოვდნენ კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდნენ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას საერთაშორისო პარტნიორები.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები არიან.

ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ.

ზალკალიანის თქმით, ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ის 25 სექტემბერს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.

716 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი