ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, მას კი მკურნალობის ფინანსები არ აქვს. შესაბამისად, დახმარებისთვის მეგობრებს და საზოგადოებას მიმართავს და საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აანონსებს:
“დიდხანს ვიფიქრე, მერიდებოდა თქმა, მაგრამ ჯობს ვთქვა… მეგობრებო, ვაკეთებ სერიოზულ განცხადებას. ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია, ისევ დამეწყო ხუთვა, არ მშველის ჩვეულებრივი “სალბუტამოლი”, მხოლოდ “სიმბიკორტი” მიხსნის ამ საშინელებას, რაც საკმაოდ ძვირია და ვერ ვახერხებ, რომ ეს წამალი სულ მქონდეს და ვისუნთქო.
ღმერთმა აცხონოს, მერაბ კილაძემ გამიკეთა ოპერაცია და შემდეგ ალერგოლოგთან მიმიყვანა, დექსამეტაზონი, რომელსაც ერთი წელი ვიღებდი, რადგან ვერ ვსუნთქავდი, შემიცვალეს “სიმბიკორტით”, ისიც მთელი რიგი ტესტები გამიკეთეს, რომ რაიმეს ალერგია არ მოეცა. სამწუხაროდ, საქართველოს აღარ ჰყავს მერაბ კილაძე და მე, აბსოლუტურად ჩემიანი ექიმი, რომლისაც მჯეროდა და ზუსტად იცოდა თავისი საქმე…
ამ ეტაპზე, ძალიან, მართლაც ძალიან გამიჭირდა, არა მარტო წამლების შეძენა, არამედ, MRT-ს გაკეთებაც რაც უნდა ვაკონტროლო 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ამის ფინანსები არ მრჩება
ასევე საყიდელი მაქვს მიელინი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მივიღო და ბიოტინი, რომ ვიარო. მე მჭირდება ჯანმრთელობა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრი პროექტი განსახორციელებელი, საკუთარი სიმღერები დასაცავი და ოჯახი მოსავლელი, ამას ყველაფერს ემატება ნაქირავებში ფულის ყრა… ძალიან, უკიდეგანოდ დამჭირდა თქვენი დახმარება, რადგან მინდა, ძალიან მინდა ვიყო კარგად!