სააგენტო AFP იუწყება, რომ “ეროვნულ ტრაგედიასთან” სოლიდარობის ნიშნად კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახი ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

ტაძრის წინ არ შეწყვეტილა გალობა, მოსახლეობა მუხლოდრეკილი ლოცულობს.

უმძიმესი კადრები საფრანგეთიდან.

884 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი