79 წლის მსახიობი ნიუ-ორკიდან 

კადრი ფილმიდან ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა 

მე ყოველთვის ვატარებ მზის სათვალეს, იმიტომ რომ გამომიწერეს. ოდესღაც, ერთმა საშუალო ფენის  ამერიკელმა აღნიშნა, რომ ჩემში ხედავს პიჟონს, მაგრამ სამხრეთ კალიფორნიაში ძალიან კაშკაშა მზეა.  ამის გარდა, თქვენ არ იცით საზოგადოების მინუსები. საბოლოოდ ვაღიარებ თავდაცვის საჭიროებას. მიჩვეული ვარ, ვუყურო ადამიანს თვალებში, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო ყველას, ვისაც სურს ჩაიხედოს ჩემს თვალებში, მე უბრალოდ არ მეყოფა ამისთვის სულიერი ძალა.

არ მიყვარს რჩევები, რა თქმა უნდა, თუ გამოვრიცხავთ ჩემს რჩევებს.

არ მიყვარს რჩევების მიცემა. ადამიანები მაინც არ უსმენენ და შემდგომ არ ითვალისწინებენ მათ.

ძალიან მიყვარს საუბარი. მე ყოველთვის მზად ვარ, შევიცვალო აზრი ამა თუ იმ თემაზე, რა თქმა უნდა, თუ დამარწმუნებენ ამაში. ალბათ, ერთადერთი ლიბერალი ვარ, რომელმაც წაიკითხა ენ კოულტერის „ღალატი“ (ეს წიგნი არის ჟურნალისტ-კონსერვატორის და აგრეთვე, დემოკრატიის დიდი  მოწინააღმდეგის ბესტსელერი). მე მომწონს სხვა ადამიანის მოსმენა, ეს ჩემი ცხოვრების წყაროა.

ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია დასვენება ან როგორ უნდა დაისვენო სწორად. დღესდღეობით ადამიანები პაექორებენ ერთმანეთთან,  თითქოსდა იმისთვის, რომ გახდნენ პურიტანული სამყაროს ნაწილნი. მათ უნდა გააჩნდეთ რაღაც ღირებულება. მაგრამ როდესაც თამაშობთ გოლფს იმისათვის, რომ მოლაპარაკება გამართოთ კრედიტთან დაკავშირებით, ნუთუ ეს დასვენებაა? – არ მეთანხმებით?!

კმაყოფილი ვარ ჩემი ჯოკერით (როლი ფილმიდან „ბეტმენი“). მე ვუყურებ ამას, როგორც პოპ-არტ-შემოქმედებას.

კამერა იღებს იმას, რაც მის წინ მდებარეობს.

11 სექტემბრის შემდგომ, მე გავჩუმდი. ყველა შესაძლებელი პოზიცია უკვე გაჟღერებული იყო: მომხრეები და ოპონენტები, სიკეთე და ბოროტება. სწორედ ამ დროს, მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ჯამბაზი. საინტერესოა, ხვდებით თუ არა, რას ვგულისხმობ? ამიტომაც, ბევრი წელი მივუძღვენი კომედიას.

მრცხვენია ვაღიარო, რომ მხოლოდ სპორტულ გვერდებს ვკითხულობ-ხოლმე.

ვთვლი, რომ ვინც ომის შემდგომ დაიბადა, არ გააჩნია შეგრძნება – ყველას აკისრია ვალდებულება საკუთარი თავის წინაშე.  ეს არის პაწაწინა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი განსხვავება თაობებს შორის, რაც ბევრ მომენტს ხსნის. ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან. მათ არ სურთ აიღონ თავის თავზე ვალდებულება საკუთარი უბედურების. უფრო ადვილია თქვა : „ასეთი ადამიანი ვარ და ესაა მიზეზი”. სამწუხაროდ, ადამიანის პრობლემა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ყველა უბედურებას ან შეცდომას ვაბრალებთ სხვას ან რაიმე გარემოებას.

 ბევრი  ცხოვრებისეული მომენტი ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიაზრე, სანაპიროზე აზარტული თამაშების პროცესში.

ბოლო დროს, არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას რაღაცის შექმნას. მანერები, ინტონაციები… მე მეზარება ამაზე მუშაობა, რადგან ყოველივე შიგნიდან უნდა მოდიოდეს. მთავარია, იცოდე – ვინ ხარ შენ! სწორედ ამაზე უნდა იმუშაოთ. ყველა როლს მე ვუდგები ავტობიოგრაფიულად.

დღეს მე ტელეფონით ველაპარაკე შონ პენს. საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ არ ვიყავი იმ მსახიობთა სიაში, რომლებიც ემხრობიან სტანისლავსკის მეთოდს. რა თქმა უნდა, მოვახსენე ეს ამბავი შონს და დავაყოლე:“ მე დღემდე გამომდის მათი გასულელება“. ეს არის მიღწევა. იმიტომ რომ, ჩემი აზრით, სამსახიობო სამყაროში არავინ არაა ისეთი, ვინც ჩემზე უფრო კარგად გაიაზრებდა სტანისლავსკის მეთოდს და ჩემზე მეტად გამოიყენებდა ამა თუ იმ როლის დამუშავებისას. უცნაურია, ვერავინ ამჩნევს ამას. ალბათ იმიტომ, რომ რეალობა და რეალობის წარმოდგენა ორი განსხვავებული ცნებაა.

რატომ არ შეიძლება თანამედროვე გონების ყველა მიღწევა გავაერთიანოთ, რათა გავაუმჯობესოთ ქუჩის მოძრაობა?

ქალის მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მოეპყარი ადამიანს ისე, როგროც გინდა, რომ შენ მოგეპყრან. რომ დავფიქრდეთ, რა გვინდა კიდევ უფრო მეტი რელიგიისაგან?

ვერასოდეს ვერ განვიკითხავ იმას, ვინც თვლის რომ აბორტი არის მკვლელობა. თავად არაკანონიერად დაბადებული ვარ. დღეს შეიძლება არც ვყოფილიყავი.

დედამიწაზე ძალიან ბევრი დიდი სიცრუე არსებობს, უბრალოდ, არავის აქვს სურვილი,  განიხილოს ეს.

კითხვა, რომელსაც მსახიობი ხშირად უსვამს საკუთარ თავს: სად წახვიდოდი, რომ არ იყო შეზღუდული ამ ეპიზოდის ჩარჩოებით?

დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა, დავრჩენილიყავი მარტო. მომიწია მარტოობასთან შეგუება. დღემდე, ხანდახან ვფიქრობ:” ვაიმე, ვინმეს უნდა დაველაპარაკო, თორე გავაფრენ!” მაგრამ ახლა ხშირად მომწონს მარტო ყოფნა. მარტოობა –  ეს დიდი ფუფუებაა.

1, 390 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი