ლევან ჯიბღაშვილს მოსამართლემ გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. თანხის შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა. თანხის შეტანამდე ლევან ჯიბღაშვილი პატიმრობაში დარჩება.

პროცესზე სიტყვით გამოვიდა ლევან ჯიბღაშვილი.

“მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. წარმოუდგენლად რთული 2 დღე გავიარე. ბოდიში ოჯახის  წევრებს და მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის”- განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით , ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხელჩანთაში ნარკოტიკი იყო, თუმცა ოდენობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

895 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი