“ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.”

არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“.

ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.

მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.

ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, “ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია”. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად. მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რომელიც მოგცემთ მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მაშ მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.

871 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი