“მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინება ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტეთ, როცა 18 წლისები ვიყავით. პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით და იქიდან გაჩნდა ჩვენს უმანკო გულებში ის გრძნობა, რომელმაც 11 წელი გასტანა და ბოლოს პატარა ლამაზი ოჯახით დაგვირგვინდა.

ოჯახი მაშინ შევქმენით, როცა დანგრეულ თბილისში ნავთის და პურის რიგები იყო, როცა ძველ პურს “კერეაინკებზე” ვხუხავდით და ისე ვჭამდით. ჩემი მეუღლე არ შეურიგდა ამ გაჭირვებას, არც ქურდობას მიჰყო ხელი, არც ბანდიტობას და არც კორუფციის ჭაობში გახვეულა.

ცოტას ვჭამდით, ცოტას ვიხურავდით მაგრამ პატიოსნად.

ასე ვაშენეთ ჩვენ შვილებთან ერთად ჩვენი პატარა ოჯახი 25 წელი.

25 წლის თავზე კი გამოჩნდა კაცი, რომელმაც ოჯახი დამინგრია და არარაობად მაქცია. მისმა ეშმაკურმა ფლირტის გაბმამ და შემდეგ დაჰიპნოზებამ თავგზა ამიბნია, თითქოს 20 წლის გოგო ვიყავი ისე “გამატუტუცა”. რაც მანამდე არ ჩამიცვამს და არ დამიხურავს მერე გამოვიპრანნჭე, რაც მანამდე არ წამისვამს კი ახლა “გავიშპაკლე”

მისმა მოქმედებებმა ისე შემიყვანა როლში, რომ ქმარი, შვილები და ჩემი პატარა ანგელოზივით შვილიშვილებიც კი გადამავიწყა. ყველა ამჩნევდა ჩემს ცვლილებას მაგრამ არ იმჩნევდნენ, რაც აქამდე არ უნახავს ახლა ნახოსო, სულ შრომაში და სხვების ზრუნვაშია და ახლა მაინც მიხედოს თავის თავსო.
ბოლოს ყველამ ყველაფერი გაიგო, საქმე ისე გამიხდა რომ ქვეყნიდან მომოწია წასვლა, რადგან ჩემი ქმარი მომკლავდა, არც ჩემი შვილები დამინდობდნენ.
იმ არაკაცმა კი ისე გამომოყენა, როგორც ქუჩის ქალი და ღირსი ვიყავი იმის რაც მომივიდა. უბრალოდ ჩემს ოჯახზე მწყდება გული და იმ ბედნიერ დროზე, რომელსაც მათთან ერთად ვატარებდი და მართლა ვტკბებოდი.
ახლა კი ვიცი, განწირული ვარ უპატრონოდ და უთვისტომოდ აიკვდილისათვის, ხოლო სანთლის დამნთები და ერთი მუჭა მიწის დამყრელიც არავინ იქნება ჩემს უსიცოცხლო ლეშზე”….

1, 061 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი