ჟურნალისტი გიორგი გიგაური, მამა პეტრე კვარაცხელიას, ეკლესიიდან განკვეთას მოითხოვს და სოციალურ ქსელში საპატრიარქოს, ღია წერილით მიმაერთავს:

“ღია წერილი საქართველოს საპატრიარქოს!

სასწრაფოდ განკვეთეთ ეკლესიიდან სექტანტი “მამაო” პეტრე კვარაცხელია, რომელმაც მრევლ-ქალბატონებს მღვდლებისადმი სექსუალური ლტოლვა დააბრალა!

კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ ასეთ ხისტ წერილს, მაგრამ რევერანსების დრო არაა, როდესაც ქართულ ეკლესიაზე, საქართველოსთან ერთად მის გასანადგურებლად, ტოტალური შტურმია დაწყებული და ეკლესიის შიგნით არაერთი იუდაა ჩაბუდებული!

პეტრე კოლხად წოდებული ,,მამაო” ჩემზე პოსტს პოსტზე აცხობს, 15-წუთიან ფეისბუკ-ვიდეო-ეთერებს მიძღვნის, დედაკაცივით ქოთქოთებს საეჭვოდ ნაზი ტუჩ-პრუწვით და საშინელი სიტყვებით მლანძღავს (,,მამაოც” ასეთი უნდა!)!

და, რამაც ყველაზე მეტად გამახალისა, სასამართლოში ჩივილით მემუქრება, გიგაურმა ცილი დამწამაო…

არ გაგეცინოთ და, ფეისბუკ-პოსტითო!..)))

მაშ, ასე:

ჟურნალმა “სარკემ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ამ გაჭირვებულ პეტრესთან, სადაც წერია:

“ტაძარში, ზოგი იმიტომ მოდის აღსარებაზე, რომ მიმანიშნონ, შენთან ურთიერთობა მსურსო. საბაბია აღსარება, ვხვდები, ვეუბნები, არ ვარ ექიმი და თქვენ არ ხართ პაციენტი, რომელსაც მე ვუშველი-მეთქი.

ასევე მწერენ, თქვენ ახალგაზრდა ხართ, სიყვარული კი ღმერთს არ აუკრძალავსო. გოგოების ნაწილი სოციალურ ქსელში მწერს, რომ ჩემთან სექსი უნდათ. ამაზე ირიბად მიმანიშნებენ, მაგრამ ყველა მიხვდება, რომ ეს სურთ”

ჰოდა, სააგენტოების მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ამ თემაზე, მე პოსტი დავწერე, ,,მამაოს” ეს ციტატა მოვიყვანე და მას ამ სიტყვების გამო ა რ ა კ ა ც ი ვუწოდე!

დიახ, მრევლი- ქალბატონების ,,სექსუალურ პერვერსიებზე” და ფეისბუკ-გოგონების ,,სექსშემოთავაზებებზე” ასე საჯაროდ საუბარი სწორედ არაკაცს თუ შეუძლია!

ჰოდა, ეს პეწია ,,სარკეს” კი არა, მე მიჩივის! ))

თან გაიძახის, მე ასე არ მითქვამს, ინტერვიუს სატელეფონო ჩანაწერი მაქვსო!

შე იდიოტო, თუ სატელეფონო ჩანაწერი გაქვს, რითაც შეგიძლია საკუთარი ჩასვრილი საქმის გამოსწორება, რაღა მე მიძღვნი ბინძური ქაქანით ფეისბუკ-ვიდეოებს, ამდგარიყავი და გაგესაჯაროებინა, რაც წამოროშე!

მაგრამ ეს არაკაცი ამას კი არ აკეთებს, გაიძახის გიგაურს უნდა ვუჩივლო ცილისწამებისთვისო!..))

ანუ მისივე ინტერვიუს ციტირებისთვის და შესაბამისი შეფასებისთვის!

კარგი, რახან ,,მამაო” ვერ ბედავს ინტერვიუს აუდიოჩანაწერის გამომზეურებას, მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ იმართლა მან თავი სააგენტო 2020NEWS-სთან:

,,მე არ მითქვამს, რომ გოგონები მწერენ და ჩემგან სექსს ითხოვენ. ვუთხარი, შეიძლება ბევრი ვინმე არასწორად იგებს სასულიერო პირებთან ურთიერთობებს და როდესაც ეკლესიაში მოდიან, შეიძლება, მას ქვეცნობიერში რაღაც

ვ ნ ე ბ ე ბ ი აწუხებდეს…”

ანუ ეს არაა ზუსტი ციტირება, რაც ამ არსებამ ,,სარკესთან” ინტერვიუში წამოროშა – ეს მისი ზეპირი ინტერპრეტაციაა, თუმცა, ა ქ ე დ ა ნ ა ც კი კარგად ჩანს, რომ ეს ბინძური არაკაცი სწორედაც რომ მრევლის – ქალბატონების (!!!) სექსუალურ პერვერსიებზე ჭ ო რ ა ო ბ ს!

ანუ ,,ბევრი ვინმე” ეკლესიაში იმიტომ მოდის, რომ მღვდლისადმი სექსუალური ლტოლვა აქვსო!

თვითონ აზუსტებს, აი, ეს ვთქვიო!

აბა, მითხარით, არაა

არაკაცი?!

ამას როგორ უნდა ჩააბარო აღსარება?!

საპატრიარქოვ, ამას რა უნდა ეკლესიაში?!

ქართველთათვის საფიცარ წმინდა სვეტიცხოვლის ტაძარში!

და ეს არარაობა მე მაბრალებს, გიგაურისთანა მართლმადიდებლების ბრალია, რომ მრევლი ბრკოლდება და ,,პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები ეკლესიაში არ დადიანო”!..))

აბა, მითხარით, არაა ავადმყოფი?!

თურმე, ამისთანა გახრწნილი ლიბერასტები კი არა, მე ვყოფილვარ ,,მართლმადიდებელთა დამაბრკოლებელი”!

და ვინცაა ,,მამა პეტრე” ამ სტატუსს თანდართული ფოტოდანაც კარგად ჩანს:

ასე ჩახუტებულ ბაბტისტ-მწვალებელთა ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძეს და ფარისეველ სელფ-მამაო პეწიას რომ ვუყურებ, კიდევ ერთხელ მიჩნდება კითხვა:

ეს პეტრე მართლმადიდებელი მამაოა თუ ბაბტისტ-სექტანტთა დედაო?!

რატომაა მართლმადიდებელი მღვდელი ასე ჩახუტებული დაქირავებულ ქართველთმოძულე არსებასთან, რომელიც პატრიარქს აგინებს, მართლმადიდებელ ეკლესიას თათხავს და ლგბტ-სექტას ადიდებს?!

ვინაა ,,მამაო პეტრე” კარგად ჩანს ამ ვიდეოდანაც, სადაც არ ვიცი რისგან თრობაში მყოფი პეწია, ოღრაშის მოღეღილ მაისურში, საჯაროდ ღლაბუცობს, ვიღაც იაფფასიანი აშარაშკასავით!

ეს მართლმადიდებელი მღვდელია თუ ვიღაც დეგრადირებული მოღლიცინე ნარკუშა?!

მოკლედ, მე ერთი რამ დავასკვენი:

ამ გახრწნილ ორფეხს, თავისი იდიოტური ინტერვიუს გადაფარვა გიორგი გიგაურის ერთუჯრედიანული ,,შეჩვენებით” და სასამართლოთი მუქარით სურს!

და ამისთვის აშკარად ლგბტ-სექტას და ლიბერასტულ ბანდას შეუამხანაგდა – წამოცდა კიდეც თავის ფბ-ლაივში, გიგაური ყველას ,,აბულინგებს” და ამისთვის პასუხს აგებსო!..

თან, ,,ასავალ-დასავალიც” ახსენა რამდენჯერმე ბოღმით – საიდანაც ქრის ქარი, ამაშიც იკითხება!

აბა, რა შუაში იყო ,,ასავალის” ხსენება ჩემს ფბ-პოსტთან, თუ ეს ლგბტ-სექტისა და სოროსის ლიბერასტული ხროვის იაფფასიანი თამაში არ არის?!

მე ვინ ,,ყველას” ,,ვაბულინგებ”?!

დიახ, მამათმავლებს და ლიბერასტებს, ჩვენი შვილების გარყვნას რომ აპირებენ, დღისით-მზისით!..

ანუ, ქართულად რომ ვთქვათ, ვამხელ!

დიახ, პეწიას და მის ლგბტ-ძმებს არ ვინდობ და არც დავინდობ – ეს ჩემი – ქართველი კაცის ვალია, ერისა და სამშობლოს წინაშე!

აბა, ამ ნაგავზე წერა კი არ მსიამოვნებს!

გიგაური აგრესიული და გაბოროტებულ-დაკომპლექსებულიაო, დედაკაცივით ჭორაობს და შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობს ეს საბრალო პეტრე!

არა, ბებიათქვენისამ, მამალოებს დაგირიგებთ და ქოჩორს დაგიკოცნით, ჩემი სამშობლოს წაბილწვისთვის და ქართულ ტრადიციებთან ბრძოლისათვის!

მტრები რომ დავინდეთ, იმიტომაცა ვართ ამ დღეში!

და მე და ჩემნაირები რომ არ ვყოფილიყავით აგრესიულები და პეწიასავით, ვირთხის სოროში გვძინებოდა შეშინებულებს, სააკაშვილი საქართველოდან გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკამერების წინ არ ამოიგმინებდა:

,,ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა ,,ასავალ-დასავალის” პროპაგანდას!”

მოკლედ, ეს პეწია იმდენად იდიოტია, ვერ ხვდება, რომ:

1. ამით ვერაფერს გადაფარავს!

2. მრევლი ქალბატონების ლამის ,,სექსუალურ მანიაკებად” გამოცხადებისთვის მაინც მოუწევს პასუხისგება!

3. წარმოდგენა არ აქვს, ვის გადაეკიდა – თავბედს ვაწყევლინებ ამ ეკლესიაში შემძვრალ იუდას!

პეწია, სასამართლოში კი არა, გაერო-ში მიჩივლე, ტუტუცო!

ანდა, უკეთესია, შენთვის ახლობელ ლგბტ-სექტაში!

30-ვერცხლა რუსიკო გოცირიძეც წამოიყვანე, თავის გეი-არმადასთან ერთად!

რ2-იც შეგეშველება, შენი დაქალით – ნანუკა ჟორჟოლიანით, რომ იძახის, გეი-სიყვარული გაცილებით ღრმაა, ვიდრე ქალისა და კაცის ურთიერთობაო!

ეს პეტრე ეკლესიის ძირმაგარა და შეურაცხყოფაა!

ამიტომაც, უნდა მოისრას!

მის მოკავშირე ლგბტ-სექტასა და სოროსის ბანდასთან ერთად!

გამოაქვეყნოს ,,სარკესთან” ინტერვიუს აუდიო-ჩანაწერი!

აღიაროს, რომ მღვდლებისადმი მრევლი-ქალბატონების ,,სექსუალურ ლტოლვაზე” იჭორავა და საკუთარი ხელით გაიძროს ანაფორა!

”არავინ არ აყენებს ისეთ დიდ ზიანს ეკლესიას, როგორც სასულიერო პირი, რომელიც უსჯულოდ იქცევა, ვერავინ ბედავს დაადანაშაულოს იგი, ხოლო ცდომილება მისი კი მით უფრო იზრდება, როცა მისი სასულიერო ღირსებისადმი მოწიწების გამო, მაინც განაგრძობენ ასეთი ცოდვილის შეწყნარებას!..”

/გრიგოლ ღვთისმეტყველი/

ასე რომ, საპატრიარქოში, ახლავე მიხედეთ ამ ხორცმეტს, სანამ ,,დიდ პეწიად” – მეუფე პეტრედ (ცაავად) გადაიქცა და ეკლესიის ზურგში ჩასარტყმელი დანა საბოლოოდ იშიშვლა!

1, 043 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი