მამა პეტრე კოლხი აპირებს,  დეზინფორმაციის გავრცელების გამო „სარკის“ ჟურნალისტს უჩივლოს. ამის შესახებ „2020NEWS“ -ს თავად მამა პეტრემ განუცხადა.

„ როდესაც „სარკის“ ჟურნალისტმა დამირეკა, ინტერვიუს დავთანხმდი. არასდროს არც ერთ ჟურნალისტს უარს არ ვეუბნები. რისი თქმაც მსურს, საკუთარ ფეისბუქზეც ვწერ ჟურნალისტებისთვის. მე და ჟურნალისტმა როდესაც დამირეკა, მტკივნეული საკითხები განვიხილეთ, ბუნებრივია, მე მას ძალიან გულწრფელად ვესაუბრე. მაგრამ ვუთხარი, ძალიან გთხოვ, თუ ყვითელ სათაურის გაკეთებას აპირებ, მაშინ ინტერვიუ საერთოდ გავაუქმოთ-მეთქი. დამპირდა „აკადემიური“ ინტერვიუ იქნებოდა.

მე ეს ჩანაწერი, ტელეფონშიც მაქვს, თუ ის ჟურნალისტი ახლავე არ იტყვის, რომ შეეშალა, მე მას აუცილებლად ვუჩივლებ. მისთვის არ მითქვამს, რომ გოგონები მწერენ და ჩემგან სექსს ითხოვენ. ვუთხარი, შეიძლება ბევრი ვინმე არასწორად იგებს სასულიერო პირებთან ურთიერთობებს და როდესაც ეკლესიაში მოდიან, შეიძლება, მას ქვეცნობიერში რაღაც ვნებები აწუხებდეს.

ვთქვი, ამ ვნებებს უნდა მოერიდოს  და თუ სასულიერო პირთან ურთიერთობაში ამ ვნებებს ვერ ერევა, მაშინ ის სასულიერო პირი დატოვოს და სხვასთან წავიდეს-მეთქი. ამ ნათქვამში რა არის გაუგებარი და გაურკვეველი? ჟურნალისტმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო. ჟურნალისტი თუ არ იტყვის, რომ შეეშალა, ჩვენს საუბარს გავასაჯაროებ და ჟურნალისტს აუცილებლად ვუჩივლებ“, – განაცხადა მამა პეტრემ.

ცნობისათვის, ჟურნალმა „სარკემ“ გამოაქვეყნა მამა პეტრესთან ინტერვიუ, სადაც წერია, რომ გოგონები მას ფეისბუქზე წერენ და მისგან სექსს ითხოვენ.

806 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი