მოქმედებას წინ უძღვის სიტყვა,სიტყვას კი ფიქრი. ,,ფიქრი და სიტყვა თუ მედლის ორი მხარეა,მოქმედება თავად მედალია”. ფიქრი, განსხვავებით სხვადასხვა ემოციური პროცესებისგან,სიტყვების მეშვეობით და მათი უშუალო დახმარებით მიმდინარეობს. ფიქრი გახლავთ ამა თუ იმ სახის ინფორმაციის ,,სიტყვებში” მოქცევის პროცესი,რის გამოც მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკუთარ ფიქრებზე. რადგან ისინი უკვე სიტყვებია… ყურადღებით მოვექცეთ სიტყვებს, რადგან ისინი უკვე პოტენციური მოქმედებებია… ადამიანი როდესაც თავს გრძნობს კარგად, იგი ფიქრის საშუალებით საკუთარი სურვილებისამებრ ქმნის თავის მომავალს,ხოლო როდესაც თავს გრძნობს ცუდად იგი ქმნის მომავალს საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად მას გააჩნია. ცნობილია, რომ ნიუტონის კანონის , თანახმად დედამიწას გააჩნია ,,მიზიდულობის ძალა”, აბსოლიტურად ანალოგიური მიზიდულობის ძალა გააჩნია ფიქრს. მაგ: თუ კი გეშინია აწმყოში და აღელვებული ხარ, ბევრი ანალოგიური გრძნობა გექნება მომავალშიც. მიზიდულობის კანონის თანახმად იზიდავ იმას რაზეც ინტენსიურად ფიქრობ. აგრეთვე პოზიტიური ფიქრებით ადამიანი იზიდავს პოზიტიურ მომავალს. ქართულ სალიტერატურო ენაში არსებობს უძველესი იდიომა ,,ერთ ქარქაშში ორი ხანჯალი არ ჩაიგება”. ადამიანი ერთდროულად არ შეიძლება ფიქრობდეს როგორც პოზიტიურად ისევე ნეგატიურად. ჩვენსავე საკეთილდღეოდ ყველა ფიქრი მაქსიმალურად უნდა მოვმართოთ პოზიტიურად. ხშირად ვიფიქროთ იმაზე რაც გვინდა,რაც ჩვენში დადებით ემოციებს აღძრავს. მაგ: სიყვარული, ბედნიერება, სიკეთე, მადლიერება და ა.შ.. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გამოვიმუშაოთ პოზიტიურად ფიქრის უნარი, რათა მიზიდულობის კანონის მიხედვით სამყაროსგან მივიღოთ ეს ყოფა, რომელიც უწინ ძალიან გვინდოდა. ჩვენი პოზიტიური და ნეგატიური ფიქრების შედეგად წარმოქმნება ,,აზრობრივი ტალღები”,რომლებიც ჩვენდა ინებურად ჩვენსავე მიერ იგზავნება კოსმოსში და კვლავ უკან გვიბრუნდება ბუმერანგივით. ადამიანს გააჩნია შინაგანი ვიბრაცია. რაც უფრო მეტად პოზიტიურია მისი ფიქრები, მით უფრო მაღალი და ძლიერია ვიბრაციის სიხშირე, ხოლო ნეგატიური ფიქრების შემთხვევაში პირიქით, მით ნაკლებია ვიბრაციის სიხშირე და სიძლიერე, როდესაც ჩვენში მაღალია ვიბრაცია მით უფრო მეტად ვართ დაცული ნეგატიური ემოციებისგან. ამიტომ უნდა შევეცადოთ ვიყოთ მაქსიმალურად დადებითად განწყობილი,ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვისვე. უნდა ვისწავლოთ სიყვარული, მადლიერება, რომ ხშირად გამოვხატოთ სამყაროს და ადამიანების მიმართ. ხშირად გაიმეორეთ რომ ხართ მადლიერი. ოჯახის წევრებს, მეგობრები, ახლობლების, თანამშრომლებს უთხარით, რომ თქვენ მადლიერი ხართ მათი, ამით დადებით ენერგიას გზავნით კოსმოსში, რომელიც აუცილებლად დაგიბრუნდებათ მომავალში. იყავით რეალისტი, ლოგიკური, რაციონალური, ითხოვეთ, იფიქრეთ აწმყოში, იყავით მადლიერი და ირწმუნეთ რომ ყველაფერი გამოვა!!!

ავტორი: მარიამ პირველი

3, 518 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი