ბესო ჩუბინიძე: იყო ნამდვილი ქართველი ნიშნავს –  გიყვარდეს საქართველო, ომობდე მისი გულისთვის და ეს სულაც არ ნიშნავს მხოლოდ იარაღით ხელში ბრძოლას,  სწავლაშიც და შრომაშიც პირველები ვიყავით, სამწუხაროდ შიდა და გარე მტერი ძალიან ცდილობს ქართველი ერის დაკნინებას, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს დროებითია, ამისთანები გადაგვიტანია? ამასაც გადავიტანთ!

– ბატონო ბესო რას ნიშნავს თქვენთვის „ქართველ ქალად” ყოფნა?

– მამა-კაცის პოზიციიდან გამომდინარე – “ქართველ ქალად” ყოფნა ნიშნავს – ღირსეულ დედობას, ღირსეულ მეუღლეობას და ღირსეულ შვილობას და თუ იმის კითხვაც დაგვჭირდება ეს, ღირსება რაღაა და როგორ გესმითო, აი მანდ უკვე – სჯობს ქუდი დავიხურო და გავუდგეთ გზას, რომელიც ტაძარამდე ვერ მიგვიყვანს.

– ვინ აქცია პირველად ზურგი ემიგრანტ ქალს: ოჯახმა (ქმარმა, შვილმა) თუ სახელმწიფომ?

– მე ვისაც ვიცნობ ემიგრანტ ქალბატონებს (და დამიჯერეთ ძალიან ბევრს ვიცნობ) ზურგი მათ მხოლოდ სახელმწიფომ აქცია და არა ოჯახმა, რადგან – თუ მათ მოუწიათ იქ, ემიგრანტად იძულებით წასვლა 95%-მა ეს, ზუსტადაც, რომ საკუთარი ოჯახების გადასარჩენად გააკეთა, არსებობს მცდარი 5%, მაგრამ მე მხოლოდ  95%-ს ვხედავ – ჯერ…

– რას იტყვით მარიხუანაზე, როგორც “ახალი ნარკოტიკის” პრემიერაზე?

– ნაგავზე საუბარს არ ვაპირებ.

– XXI საუკუნე გაქირავებული თაობაა?

– არა, ეს არის თაობა, რომელიც მსოფლიო ახალი წესრიგის დალაგებაში, ძიების რეჟიმშია, ძიება კი, აუცილებლად აპოვნინებთ მათ გზას და ეს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი გაითვალისწინებენ XX საუკუნის ახალგაზრდების დაშვებულ შეცდომებს და ხშირად დაეკითხებიან მათ ჭკუას, მოუსმენენ და მიიღებენ დარიგებას.

– რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „ბოზი“?

– მე სამწუხაროდ სულხან-საბა არ ვარ, თორემ გამეხარდებოდა, რომ – „ლამაზს“ ნიშნავდეს დღესაც, გარეთ უკვე XXI საუკუნეა, სადაც ბოზი – ნიშნავს მრუშს და არა მხოლოდ ქალს – კაცსაც, სიმართლეს გეტყვით, პირადად ჩემთვის ეს მრუშობა სულაც არ ასოცირდება მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვასთან, რადგან ხორცი – ხორცია, ის ისე დალპება, როგორც 90-ანების დროს „ზეიკიძის კალბასი“ მე სულით ბოზების მომრავლება უფრო მაშინებს, ბოროტების, თორემ სხეულით? სხეულით ბოზები ეს უკვე ყოველდღიურობაა.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

1, 452 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი