•  ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.
  •  სამწუხაროდ ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. მართალია მათ აიძულეს გაჩუმება, მაგრამ ისინი შიგნიდან განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანზე.
  • სამყაროს შექმნისას გეგმებში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება.
  •  ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში მარტო და მარტო ვტოვებთ მას.
  •  ბევრი ქალის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული იცნობს სიყვარულს.
  •  რაც უფრო უმწიკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.
  •  ძალების და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ – თქვენში.
  •  სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობას არ სურთ თავისუფლება, რადგან იგი საკუთარ თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხიმგებლობა უმრავლესობას აშინებს.
  •  საქმიან ადამიანთან იშვიათად დადიან სტუმრად უსაქმურები — ქოთანში, რომელიც დუღს არ დაფრინავენ ბუზები.
  •  შუა საუკუნეებში დამწვავდნენ მე, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.
  •  ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა და მეტი არაფერი.
  •  სიყვარული და სამსახური – აი ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობის.
  •  შური დამანგრეველია!
  •  ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ არ დავუშვებთ ისეთივე შეცდომებს, რომლების გამოც სხვებს დავცინით.
  •  არაფერია უფრო დასაფასებელი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირების უნარი.
  •  მასებს არასოდეს არ ჰქონიათ ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. მათი მოთხოვნა ილუზიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.
  •  სექსუალურ გადახრად შეიძლება მივიჩნიოთ სექსუალური ცხოვრების არქონა, დანარჩენი გემოვნების საკითხია.
  •  არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.
  •  პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის სროლის ნაცვლად წყევლა დაიწყო, იყო ცივილიზაციის შემოქმედი.
  •  სიზმრები – ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერში.
  •  ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილი, რომელსაც იგი არავის გაუმხელს და ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილიც, რომელსაც იგი საკუთარ თავსაც არ გაუმხელს.
  •  ადამიანისთვის დამახასიათებელია იმის ყველაზე მეტად დაფასება და სურვილი, რისი მიღწევაც მას არ შეუძლია.
  •  ერთადერთი ადამიანი ვისაც თქვენ შეგიძლიათ გაეჯიბროთ — ეს თქვენვე ხართ წარსულში, ერთადერთი ადამიანი ვისაც უნდა აჯობოთ, ეს თქვენ ხართ ახლა.
  •  ადამიანი არასოდეს არაფერზე ამბობს უარს, უბრალოდ ერთ სიამოვნებას ჩაანაცვლებს ხოლმე მეორეთი.
  •  თქვენი პიროვნულობის მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემით, რომელსაც შეუძლია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა.
  •  ვიდრე საკუთარ თავს დეპრესიის და დაწეული თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამდეთ, დარწმუნდით იმაში, რომ იდიოტების გარემოცვაში არ ხართ.
  • თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ ე.ი. მასთან ყველაფერი მორჩა.
1, 508 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი