გაციების და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას ექმნება. ბევრი მაშინვე ატიბიოტიკებს იყენებს, მე კი არ მიყვარს წამლები, არც ის მინდა, ანტიბიოტიკებს შევეჩვიო, ამიტომ ანგინას ვირისტერფათი ვმკურნალობ. ვირისტერფას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხახვის წვენი და  წითელი ღვინო. ეს ნარევი შედგით მაცივარში, გამოყენების წინ კარგად შეაჯანჯღარეთ. 1 ს/კ ნარევი მიღების წინ გაამზადეთ 3 ს/კ წყალში. მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ დღეში.

წამლის ასეთი სახით მომზადებას მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეძლებთ, ზამთარში კი გამხამარი ფოთლების ნაყენი მოამზადეთ:

viristerfa

5 გ (1 ს/კ ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წალი და თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წთ გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობში ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს ორი დღე-ღამისა. უნდა სვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ. მერწმუნეთ, უებარია.

ხალხური სამკურნალო რეცეპტები “კარაბადინი”

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა: სოფია ხვიბლიანმა

 

1, 762 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი