რამაზ ნოზაძე: „უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია…“

ცნობილი სპორტსმენი, რამაზ ნოზაძე, ოთხი შვილის მამაა. მას და ხატია სიჭინავას მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ.

რამაზი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, არის თუ არა მართლაც მამაკაცებისთვის „გასატეხი“, როდესაც მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის და ქალებთან გართობაზე მხოლოდ ის ამბობს უარს.

რამაზ ნოზაძე:

„ალბათ, ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ კაცი უცხოეთში არის წასული, იქ მეგობრები დახვდნენ, საქმეები გააკეთეს და მერე ნასვამები სადღაც „საგულაოდ“ წავიდნენ. არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, ტრენაჟორი დაარქვა ამ მომენტს. ტრენაჟორზე რომ ივარჯიშო, ეს ხომ არ გამოდის შენი ცოლისადმი სიყვარულის ღალატი? ეს მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. შესაძლოა, არც გინდოდეს არაფერი, მაგრამ დალიოთ ბიჭებმა და გართობას ესეც მოჰყვეს – ეს არ ნიშნავს, რომ შენს შეყვარებულ ადამიანს უღალატე. ეს მხოლოდ იმ მომენტში მოხდა, ხომ არ გრძელდება. არის შემთხვევები, როცა ღრმად შედიან და უკვე საყვარლების თემა მოდის, ცოლსაც დაშორებიან ამ მიზეზით – ეს უკვე მარაზმში გადადის, თუმცა უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია“.

ამ მოსაზრების მიუხედავად, ამავე ინტერვიუში რამაზ ნოზაძე დასძენს, -„ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ და არ მინდა, პატარა ხინჯიც მქონდეს გულში. საზღვარგარეთ რომ ვარ, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში, ვცდილობ, რაღაცებს არ ავყვე და ჩემს ოჯახზე ვიფიქრო, ამიტომ მსგავს გართობაზე უარს ვამბობ…“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close