“მინდა თამუნას შესახებ ჩემეული ვერსია გაგაცნოთ” – რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის

თეთრიწყაროს რაიონში დღეს 23 წლის გოგონა თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარი 4 დღის განმავლობაში იძებნებოდა. ის პროგრამისტად მუშაობდა კომპანია “ზეგ”-ში და სამსახურიდან წასვლას აპირებდა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მისი საქმიანობა განიხილება, თუმცა მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, მისმა ჯგუფელმა ვახტანგ ნოდაძემ.

“ვფიქრობ, მინდა რაღაც დავწერო, თან არ მინდა. ალბათ მაინც დავწერ. მინდა თამუნას შესახებ ჩემეული ვერსია გაგაცნოთ.

პირველ კურსზე რომ მოვიდა, ცოტაოდენ რამეში ვეხმარებოდი სიტუაციის გარკვევაში და აქედან გამომდინარე გავიცანი. ძალიან წყნარი, საყვარელი და მშრომელი ადამიანი იყო. მონდომებულიც. მაშინ მითხრა რომ ქართულ-ფრანგულ ფაკულტეტზე აპირებდა გადასვლას მეორე სემესტრიდან და რა ინფორმაციაც მქონდა, ამაზეც მივაწოდე. აქედან გამომდინარეა დღეს რომ იხვევენ საფრანგეთში სწვალობდაო.

არა, ეგ სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორად სრული სიმართლე არაა. ვინც მაგ მიმართულებაზე აგრძელებს(აგრძელებდა, მგონი ახლა გაუქმდა), შესაძლოა 1-2 სემესტრი საფრანგეთში მოუწიოს სწავლა თუმცა მეტი არაფერი. ამ 1-2 სემესტრსაც სტუდენტები ზოგადად(არა სრულად და თამუნას შემთხვევა არ ვიცი) უფრო გასართობად იყენებენ ხოლმე.

მოგეხსენებათ, უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ამ ასაკის ადამიანებისთვის.

პირველი სემესტრის შემდეგ ზოგჯერ მხვდებოდა ხოლმე უნივერსიტეტში და შარშან პატარა, მოკლეხნიან პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა. მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდა ამ პროფესიით მუშაობა.

ამას არ ვწერ მის დასაკნინებლად. დაწერის მიზანს ბოლოს ვიტყვი. ზუსტად 1 წლის წინ თამუნა იყო ჩვეულებრივი, დამწყები დეველოპერი, იმ ეტაპზე აი ყველანი სახეს რომ ვიხევთ კარიერა ავიწყოთ, ჩემთვის ძალიან საეჭვოა რომ მის “შემთხვევას” პროფესიასთან ჰქონდეს საერთო. მასაში გავრცელებულ საპირისპირო აზრს კი ჰოლივუდის ფილმებს ვაბრალებ, სადაც პროგრამისტი რაღაც სხვა განზომილების არსებად არის წარმოჩენილი, სუპერ ულტრა საიდუმლო ინფორმაციის მატარებლები, პენტაგონს რომ ტეხავენ კლავიატურაზე სწრაფად კაკუნით.

ვფიქრობ პრობლემაა არასწორ ეჭვზე გაყოლა, დროის ხარჯვაა და დამნაშავისა და რეალური პრობლემის გამოუშკარავებლობას უწყობს ხელს.
არის თუ არა შანსი მე ვცდებოდე? კი რა თქმა უნდა. შეიძლება თამუნა ბოლო ერთ წელიწადში რამე სენსიტიურ ინფორმაციას შეეჩეხა? კი. ეგ უფრო სავარაუდოა ვიდრე ის რომ პრობლემა სხვა რამეშია? არა. ამიტომ ვფიქრობ სადაც მეტია შანსია, იქ უნდა ვეძიოთ პრობლემა.

ასევე გასათვალისწინებელია გუშინ ქუჩის გადაკეტვა საპროტესტოდ და დღეს, 5 დღიანი ძებნის შემდეგ “უეცრად” პოვნა, რაც მე პირადად მაფიქრებინებს რომ აქამდე დიდად ტრაკს არ ანძრევდნენ ან კიდევ უარესი, მალავდნენ როგორც შეეძლოთ.

მოკლედ არ ვიცი. დაზუსტებით არც ახლა და მეეჭვება, დღევანდელი გამოძიების ხელში, ოდესმე გავიგო რამე. თუმცა ვფიქრობ უფრო კარგი იყო დამეწერა ეს ყველაფერი ვიდრე არა”-წერს ნოდაძე.

604 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი