სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველთა პირადი შემადგენლობა დღეს 45-დან 80-მდე გაიზარდა. ადგილზე მუშაობს ვერტმფრენი. გარდა ამისა, ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 13 წლის ილია ფილფანისახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.

252 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი