კარდაშიანების ოჯახში თითოეული წევრი მიეკუთვნება მილიონერთა რიცხვს, ერთ-ორს კი, უკვე მილიარდერის სტატუსი მიენიჭა, თუმცაღა როგორც ირკვევა ამისთვის მათ დატვირთული საგანმანათლებლო სწავლება სულაც არ დასჭირვებიათ და პირიქით, მათ შორის ყველაზე დაბალი შემოსავალი იმ ადამიანებს აქვთ, რომლებმაც უნივერსიტეტებში ისწავლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში კურსდამთავრებული მხოლოდ ორი ადამიანია- კორტნი და რობ კარდაშიანები, აღსანიშნავია რომ, სწორედ ისინი არიან ოჯახის ყველაზე ნაკლებშემოსავლიანი წევრებიც.


უფრო კონკრეტულად, კორტნი ქალთა კათოლოკურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი, დალასის მეთოდისტთა უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. 2 წლის შემდგომ, თეატრის, კინოხელოვნებისა და ესპანური ენის სპეციალისტი გახდა.

ხოლო რობ კარდაშიანს ყოველთვის სურდა ბედი აკადემიურ სფეროში ეცადა,  მან ბიზნეს ადმინისტრირებისა და იურისტის დიპლომი აიღო.

 

 

317 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი