“ თუ დავიკარგები და რამდენიმე დღის მერე მკვდარს მიპოვნიან, უთხარით ჩემს მშობლებს რომ თავი არ მომიკლავს!
თუ მეგობრებთან ერთად გასართობად წავალ და მკვდარს მიპოვნიან, უთხარით ჩემს მშობლებს, რომ თავი არ მომიკლავს!
თუ ქმარი მცემს, მაწამებს, ბავშვებს გამიწამებს, თუ ყურს მომაჭრის, თუ კოჭებს დამიხვრეტს, თუ ყელსა და მაჯებს დამისერავს და დიდი ხმაურის მერე მკვდარს მიპოვნიან, უთხარით ჩემს მშობლებს, რომ თავი არ მომიკლავს!
თავი არ მომიკლავს!
მე მომკლეს!
მე სიცოცხლე მიყვარდა, მაგრამ მომკლეს!!
პატიოსნად ვმუშაობდი და მკლავდნენ..
შვილებს ვზრდიდი, და როცა მათ ყველაზე მეტად ვჭირდებოდი მაშინ გამომჭრეს ყელი…
მეგობრებთან ერთად ვერთობოდი და სიკვდილამდე მცემეს…
სიცოცხლე მომისპეს…
მკვდარი მომისროლეს..
მკვდარი მიმატოვეს…
მკვდარი წამიღეს და ტყეში დამაგდეს..
სიცოცხლე არ მაცადეს, ცხოვრება არ მაცადეს…
ამ ქვეყანაში სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანებს კლავენ…
ამ ქვეყანაში კაპიკია ადამიანის ფასი..
მიშველეთ…
განწირული ვყვირი და არავის ესმის ჩემი ხმა…
საკუთარ კივილში ვიხრჩობი…
მიშველეთ!!!
მიშველეთ!!!
საკუთარ სისხლში ვიხრჩობი..
ჩემს მშობლებს უშველეთ!!!
დედაჩემს ასწავლეთ როგორ გააგრძელოს სიცოცხლე..
სიცოცხლე, რომელსაც ამ ქვეყანაში ჩალის ფასი აქვს…”
მარიამ

855 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი