პოეტი ალექსანდრე შურღაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოც. ქსელით გამოეხმაურა:

თქვენი არ ვიცი, მე მეტი არ შემიძლია.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ რაც უფრო მაღალი მანქანით დადიხარ უფრო მაგარი ტიპი გონიათ თავი,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ადამიანობაზე ძვირი ვალუტა _ფულია.
ეს ის ქვეყანაა, სადაც ათასი უღიმღამო კორპუსი შენდება და გრძნობები ინგრევიან.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _”ორი სიტყვით” ტიპები ილიაზე პოპულარული პერსონები ხდებიან,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ლექსებზე და შემოქმედებაზე მეტად
ვიზუალს აფასებენ,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ქუჩის ძაღლები და მათხოვრები ერთნაირად კვდებიან.
ეს ის ყვეყანაა, სადაც _ უმუშევარი მშობლები მშიერ შვილებს
ტირილით აძინებენ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ თავისი არა აქვს და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც სხვისი წამატება, თვეობით დეპრესიის მიზეზი ხდება.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ბანკის ვალების გამო, წიგნის გამყიდველი სუიციდით ამთავრებს სიცოცხლეს შუა ბაზრობაზე.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ მესამე ჭიქაში ყველას უყვარს თავისი ქვეყანა და
შუა ქუჩაში სიგარეტის ნამწვავებს და სადღეგრძელოს მერე ერთჯერად ჭიქებს ყრიან.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ მთავრობები იცვლება და არაფერი არ იცვლება.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ყველა სიმართლეს ლაპარაკობს, შესაბამისად არავინ არ ტყუის.
ეს ის ქვეყანაა, სადაც პარლამენტარების შვილები სახლში მოსვლის დროს მშობლებს სათამაშოებს და ტკბილეულებს აბარებენ,
ხოლო მეშახტეების შვილები, უბრალოდ თხოვენ, რომ სახლში დაბრუნდნენ მშობლები.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ენის და ნაბიჯის გაჩერება ვერ ვისწავლეთ არა თუ მანქანების.
სადაც ახალგაზრდების სიცოცხლეს ჩალის ფასი დაადეს და ეს ჩალა გადაწვეს და გააქრეს სამხილებივით.
სადაც არ არსებობს მედია და მასმედია,
სადაც ჟურნალისტს პირდაპირი დავალება აქვს, რომ რაც შეიძლება მწვავე და სანახაობრივი ” რეპორტაჟები” აკეთოს.
ეს ის ქყვეყანა სადაც წაიკითხავენ,
ნახავენ სიმართლეს და იტყვიან” როგორ ნუთუ არაფერი კარგი არ ხდება მეგობრებო,ყველაფერში ნეგატივი როგორ შეიძლებაო”,
კი ხდება კარგი და ეს კარგი ისაა რომ ამდენი ტანჯვის, წამების, შიმშილის, სიკვდილების,სიშავეების მერე, მაინც შეგვრჩა ადამიანების იერი, სიყვარულის ძალა და მთელი შერჩენილი ინერციით ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ხო კიდევ
ის ქვეყანაა, სადაც _ ყოველ ახალ წელს ისმის კითხვა, –
“რა გითხრათ, რით გაგახაროთ”?
575 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი