ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული, გერმანელი შეყვარებული, შარლოტა ელენა ჰყავს.

შარლოტა თავადაც სპორტსმენია.  როგორც მისი „ინსტაგრამის“ პირადი გვერდიდან ირკვევა, გოგონა თავადაც ჩოგბურთელია.

მას ნიკასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, რომელზეც ასეთ წარწერას აკეთებს: „ცოტაოდენი სიყვარული ხომ არ გინდათ?“.  ფოტო 13 კვირის წინაა გადაღებული. როგორც ჩანს, შეყვარებულებმა დასვენების დღეები ერთად გაატარეს.

ცნობილი გახდა, რომ გერმანელი ლამაზმანი უკვე იცნობს ბასილაშვილის ოჯახის წევრებს და ის ნიკასთან ერთად თბილისში იმყოფება. „ინსტაგრამის“ გვერდზე თბილისში, ნიკოლოზის სახლში გადაღებულ ფოტოებსაც შეხვდებით. ერთ-ერთ ფოტოზე ის ნიკას ძმის ცოლთან ერთადაა აღბეჭდილი.

ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს და უკვე მეორე დღეა ეს საკითხი საზოგადოებაში განხილვის მთავარი თემაა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისსა ჩანიშნული.

523 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი