Facebook ზრუნვის რეაქციას ამატებს, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა პუბლიკაციაზე რეაგირებისას შემდეგი არჩევანი გვექნება – მოწონება, სიყვარული, სიცილი, გაოცება, სევდა, გაბრაზება და უკვე – ზრუნვა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თანმდევი პროცესების, მათ შორის სოციალური დისტანცირების პირობებში, საგრძნობლად გაზრდილია ონლაინ სერვისებისა და სოციალური ქსელების მოხმარების სტატისტიკაც. შესაბამისად, ფეისბუკი ცდილობს ასე დაეხმაროს ადამიანებს, ერთმანეთზე ზრუნვის გამოხატვაში. Facebook აპლიკაციასა და ვებვერსიაში რეაქციას ერთგვარი პერსონაჟის სახით ვნახავთ, რომელსაც გული აქვს ჩახუტებული. სხვა მხრივ, ზრუნვის რეაქცია გაჩნდება მესენჯერშიც. ზრუნვის გამოხატვა აქ შეტყობინებაზე რეაქციის არჩევისას, გულის სიმბოლოზე დიდი ხნით დაჭერის შემთხვევაში შეგვეძლება. ჯერჯერობით, არ ვიცით, როდიდან გამოჩნდება ახალი რეაქცია ჩვენს ანგარიშებში.

აღნიშნულის შესახებ, ალექსანდრუ ვოისა – Facebook-ის EMEA Communications Manager for Engineering-ის ტვიტშია ნათქვამი, რომელსაც ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ. Facebook-ს, ყოველთვიურად, 2.5 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

631 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი