ჩინეთში კიდევ ერთი ვირუსის, სახელწოდებით “ჰანტავირუსის” შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ The New York Post წერს.

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მას ჰანტავირუსი დაუდგინდა. ტესტირება ჩაუტარდა სხვა 32 მგზავრსაც.

ფაქტს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაჩნდა ჰეშთეგი #hantavirus. თუმცა მეცნიერებმა მალევე განმარტეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს იშვიათად გადაეცემა.

ვირუსი პირველად 1950 წელს, ამერიკულ-კორეული ომის დროს დააფიქსირეს. მისი მთავარი გამავრცელებლები ვირთხები იყვნენ.

ჰანტავირისი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

ვირუსები გადააქვთ მღრნელებს, განსაკუთრებით ვირთხას. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედილი ჰანტავირუსების ჩასუნთქვა.

იმის გამო, რომ მკურნალობის მეთოდები შეზღუდულია, საუკეთესო თავდაცვა ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომისგან არის მღრნელებისა და მათი გავრცელების ადგილებისგან თავის არიდება.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული ჰანტავირისული ფილტვისმიერი სინდრომი გადამდებები არ არიან, თუმცა არსებობს უფრო ნაკლებად მძიმე სამხრეთ-ამერიკული ფორმა, რომელიც შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცეს.

,,ესპერსონა”

481 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი