სახლში ჩაკეტვის კვალდაკვალ, ნათია ფანჯიკიძე ქალბატონებს ურჩევს 16-საათიან თავშეკავებას ჭამისგან, რათა კარანტინის შემდეგ წონაში მომატებულები არ აღმოჩნდნენ.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“გამოკეტილობაში, არა მხოლოდ მოწყენილობისგან, გვემატება მადა. არაცნობიერი განგაშს აცხადებს, საფრთხეა და რესურსი დავიმარაგოო, აქლემები რომ უდაბნოს გადასალახად იმარაგებენ კუზებში რეზერვს.
ვჭამოთ, რაც გვაბადია, თქვენ გენაცვალეთ, “გულს ნუ გავუხეთქავთ” არაცნობიერს, ოღონდ ვეცადოთ დავიცვათ 16 საათიანი მარხვის შუალედი, რომ მერე არ აღმოჩნდეს, კარანტინი დამთავრდა და ჩვენ ხალათის გარდა ტანსაცმელი აღარ გვაბადია, რომლითაც გამოვბრწყინდებით. 16-საათიანი მარხვის იოლად გადასაგორებლად მცენარეული ნაყენები სვით, გვირილას, პიტნის, ყვავილების და ა.შ. უკოფეინო ჩაი. მაშასადამე, ჭამას თუ საღამოს 8-ზე შევწყვეტთ, მეორე დღეს 12-ზე მოგვიწევს საკენკი”.

396 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი