მე ვთხოვე ღმერთს დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ მან მითხრა: “არა. ის შენი მეგობარი უნდა გახდეს. ”

მე ვთხოვე ღმერთს მოეცა ჩემთვის მოთმინება, მაგრამ მან მითხრა : “არა. მოთმინება – განსაცდელების შედეგია. მას არ იღებენ . მას სწავლობენ.”

მე ვთხოვე ღმერთს ჩემი ამპარტავნება გაექრო, მაგრამ მან მითხრა : “არა. ამპარტავნებას არ აქრობენ . მასზე უარს ამბობენ. ”

მე ვთხოვე ღმერთს ბედნიერება მოენიჭებინა ჩემთვის, მაგრამ მან მითხრა : “არა. მე დაგლოცავ, მაგრამ იქნები თუ არა ბედნიერი, ეს შენზეა დამოკიდებული. ”

მე ვთხოვე ღმერთს დავეცავით ტკივილისაგან მე და ჩემი ახლობლები, მაგრამ მან მითხრა : “არა. ჩვენ ვიტანჯებით და ვიმარჯვეთ ტკივილებზე ერთად. ”

მე ვთხოვე ღმერთს სულიერად გავეზარდე, მაგრამ მან მითხრა : “არა. სული თითონ უნდა გაზარდო. მე მხოლოდ მიგანიშნებ სხვადასხვა სიტუაციებით და ადამიანებით.”

მე ვთხოვე ღმერთს ისევე შემეყვარებინა სხვა ადამიანები, როგორც მას უყვარს და მან მიპასუხა : ” სიამოვნებით! ძლივს მიხვდი რაც უნდა მთხოვო .”

მე ვითხოვე ძალა, ხოლო ღმერთმა მომცა განსაცდელები, იმისთვის რომ გავძლიერდე.

მე ვითხოვე სიბრძნე, მაგრამ ღმერთმა მომცა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ბევრი უნდა ვიფიქრო.

მე ვითხოვე სიმამაცე, მაგრამ ღმერთმა მომცა საფრთხეები .

მე ვითხოვე სიყვარული, მაგრამ ღმერთმა გამომიგზავნა ის ადამიანები, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.

მე ვითხოვე ბარაქა, მაგრამ ღმერთმა მომცა შესაძლებლობები.

მე ვერაფერი მივიღე იქიდან, რაც ვითხოვე.

მაგრამ მე მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.

304 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი