ჯერ კი­დევ 2017 წელს, რო­დე­საც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის გრძე­ლი წვე­რის ტა­რე­ბა ე.წ. ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლო­ბა მო­დუ­რი გახ­და, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ მო­უვ­ლე­ლი წვე­რი შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო გახ­დეს. რის­კებს შო­რის ასა­ხე­ლებ­დნენ ტკი­პას, რო­მე­ლიც კან­ში ჩაჯ­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, უცხო­ურ გა­მო­ცე­მებ­ში ხში­რად იწე­რე­ბა, რომ წვე­რის ტა­რე­ბა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბი ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ და თმა გა­და­ი­პარ­სეს იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ. თავ­და­პირ­ვე­ლად მსგავ­სი რამ ერ­თმა მე­დი­კოს­მა გა­ა­კე­თა და შემ­დეგ მას ბევ­რმა მი­ბა­ძა.

ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბის თქმით, თმა მარ­ტი­ვად იზი­დავს ვირუ­სებს და მის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, თუ ასეთ რთულ ვი­თა­რებ­ში მას სა­ერ­თოდ გა­და­ი­პარ­სა­ვენ.

AMBEBI.GE-ს ჯერ კი­დევ მა­შინ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა ქარ­თველ ექი­მებ­თან და ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, არის თუ არა სა­ჭი­რო წვე­რის გა­პარსვა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ.

ამ­ჯე­რად, ექიმ­მა-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეპი­დე­მი­ის დროს დიდი წვე­რის ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

“რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის, რად­გა თმებ­ში დიდ­ხანს რჩე­ბა ვირუ­სი. ჩი­ნე­თის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თმე­ბიც კი გა­და­ი­პარ­სეს და აქაც უმ­ჯო­ბე­სია წვე­რიც და­ი­მოკ­ლონ.

მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია მა­ინც სახ­ლში დარ­ჩე­ნა­აა და მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა და ყო­ველ­დღი­უ­რად შხა­პის მი­ღე­ბა. წვერს სრუ­ლი­ად თუ არ მო­ი­პარ­სა­ვენ და­ი­მოკ­ლონ ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ასე­ვე მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია გრძე­ლი წვე­რის ტა­რე­ბი­სას, რად­გან წვერ­ზე მოხ­ვედ­რილ­მა შხეფ­მა, პირ­ბა­დეც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ბინ­ძუ­როს. თუმ­ცა, აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ პირ­ბა­დე უნდა გა­ი­კე­თოს და­ვირუ­სე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა ან მათ ვინც ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულს უვ­ლის” – აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა.

1 016 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი