ხორ­ვა­ტი­ა­ში დღეს დი­ლით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 6:23 წუთ­ზე მი­წისძვრა მომ­ხდა. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ 5.3 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა, რაც ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის, ზაგ­რე­ბის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო „რო­ი­ტერ­სი“ წერს. მი­წისძვრის ხან­გრძლი­ვო­ბა 10 წამი იყო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ღია ცის ქვეშ დარ­ჩა. მი­წისძვრამ ნგრე­ვის გარ­და, ხან­ძრე­ბიც გა­მო­იწ­ვია.

„რო­ი­ტერ­სის“ ცნო­ბით მი­წისძვრა 15 წლის მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ხორ­ვა­ტი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვორ ბო­ზი­ნო­ვი­ჩი „ტვი­ტე­რის“ პი­რად გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უ­წო­დებს ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან დის­ტან­ცია და­იც­ვან, რათა კო­რო­ნა­ვირუ­სი კი­დევ უფრო მე­ტად არ გავ­რცელ­დეს. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით 206 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მათ შო­რის ერთი გარ­და­იც­ვა­ლა.

202 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი