და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­კუ­რი პე­რი­ო­დი მე-6, მე-7 კვი­რა­ში იწყე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ჩვენ ახლა პრე-კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში შევ­დი­ვართ.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლიტ-ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და, სა­ჭი­როა, მე­ტად გაძ­ლი­ერ­დეს ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რა­საც ქვე­ყა­ნა ატა­რებს.

„ძი­რი­თა­დი პი­კუ­რი პე­რი­ო­დი იწყე­ბა ხოლ­მე, მე-6, მე-7, მე-8 კვი­რას პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თან პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვი­დან, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 3 კვი­რა გუ­შინ­წინ დამ­თავ­რდა. 26 თე­ბერ­ვალს და­ვა­დას­ტუ­რეთ ჩვენ პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვი­რა და­ვამ­თავ­რეთ და ამი­ტო­მაც გუ­შინ­წინ მთავ­რო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე მე გა­ვაჟ­ღე­რე ჩემი მო­საზ­რე­ბა, რომ ჩვენ შევ­დი­ვართ გარ­კვე­უ­ლად პრე-კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში. ამი­ტომ, მე­ტად უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­საც დღეს ქვე­ყა­ნა ატა­რებს“, – გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში.

1 949 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი