ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, კორონავირუსის საფრთხის გათვალისიწინებით, დახურულ სივრცეში 3 და მეტ პირს შორის სექსუალური ურთიერთობები აკრძალა. განცხადება მეგი დე ბლოკმა დღეს გააკეთა. ამის შესახებ გამოცემა worldnewsdailyreport-ის წერს.

დე ბლოკმა განმარტა, რომ მსგავსი სახის სწრაფი გადაწყვეტილება ბელგიის რეპუტაციას უკავშირდება, როგორც „ლუდის მსმელებისა“ და „ევროპაში ჯგუფური სექსის დედაქალაქად“ ცნობილ ქვეყანას.

„ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო სწრაფი ზომები. ორგიები იკრძალება, სანამ ვირუსის საფრთხე არ გადაივლის“ – დასძინა მან.

შენიშვნა: როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ის უბრალოდ ე.წ. „შავი იუმორის“ კატეგორიაში გადიოდა.

World News Daily Report-ის ცნობით, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო გახლავთ, სტატია გამოგონილ ხასიათს ატარებს, რაც ე.წ. სატირული მემეების მოყვარულთათვის კარგი საკბილო აღმოჩნდა – ინფორმაცია სხვადასხვა ვარიაციებით არაერთმა უცხოურმა იუმორისტულმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.

World News Daily Report-ი აცხადებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია საინფორმაციო ხასიათს არ ატარებს – ზოგიერთი მათგანი, უბრალოდ, ხუმრობაა.

115 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი