სინგაპურის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები ერთი თვის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ. პრემიები კი, მედიკოსებისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პირებს გადაეცემათ.

“გამორჩეული ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში, მიიღებს სპეციალურ პრემიას ერთი სამუშაო თვის ხელფასის ოდენობით. ამაში შედის ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ოფიცრები და სხვა პირები ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინახაზზეა. იმისათვის რათა გამოვავლინოთ ჩვენი სოლიდარობა სინგაპურის იმ მაცხოვრებელთა მიმართ, ვინც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მეც და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის წევრები და ქვეყნის პრეზიდენტი ჰამილა იაკობი, ერთი თვის გასამრჯელოზე ვამბობთ უარს, სხვა მაღალჩინოსნები კი ნახევარი თვის ხელფასზე.

ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას,”- ამბობს სინგაპურის პრემიერი ლი ჰსიენ ლუნგი.

255 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი