ანიტას მშობლები გადაცემაში “სხვა ნანუკა” პირველი სატელევიზო კომენტარი გააკეთეს.

ანიტას დედამ მთელ ერს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.

“უბრალოდ ვარ ბედნიერი, იმისთვის, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად. მე ვარ ამაყი, რომ ვარ ანიტას დედა. ანიტას ფენომენი დღემდე ვერ ამოვხსენი, ანიტას თვალებმა მთელი სამყარო დაიტია, რა კავშირშია ამ ბავშის თვალებში სიკვდილი, გლოვა ვიზირებ შენ მწუხარებას არაფერ კავშირში არ იტიროთ ხალხო. ანიტასთან კავშირშია მხოლოდ სიყვარული და სიკეთე. ანიტამ გააერთიანმა მთელი საქართველო. ანიტამ დამავალა მისი სახელით ვაკეთო ბევრი სიკეთე და მე ამისთვის მზად ვარ” – თქვა ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ გადაცემაში.

ანიტას მამა კი, იმ მშობლებს რომლებიც ამ გზას ახლა გადიან ურჩევს ბავშვს არ დაანახონ ის პრობლემები რის წინაშეც მათ მშობლებს უწევს დგომა.

” რაც შეიძლება მეტი სიხარული მიანიჭეთ ბავშვებს”- ამბობს ანიტას მამა.

463 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი