„ერთმანეთის სულს გაუფრთხილდით… საკუთარი ცხოვრების გასაფერადებლად ნურასოდეს მოიპარავ სხვისი ცხოვრების ფერებს, ნუ ჩააქრობ სხვისი სულის სანთელს, ნუ წაართმევ სხვას ღიმილს, ნდობას და იმედს… ნურასოდეს ჩააქრობ სხვის თვალებში ნათელს, ნუ უქცევ სიხარულს ცრემლად, ნუ გათელავ სხვის სულს ტალახიანი ფეხებით… ცხოვრება სამართლიანია და არასოდეს გაპატიებს ასეთ შეცდომებს… ნუ დაიდებ ცოდვად სხვის ცხოვრებას… იყავით მართალნი ერთმანეთთან ყოველ სიტყვასა და ქცევაში. ადამიანი სინდისია და თუ გინდა ადამიანი გერქვას, ყოველთვის მართალი უნდა იყო საკუთარ სინდისთან… ღმერთთან!.. ნურასოდეს ჩაამსხვრევ სხვისი სულის სარკმელს…“

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე🖤

 

221 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი