მერილ სტრიპი – რას გეუბნებათ ეს სახელი? – ამ სახელის გაგონებისას, ძირითადად ყველამ ვიცით, რომ საუბარი ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ, გავლენიან და ბრწყინვალე მსახიობზეა საუბარი.

მართალია, დონალდ ტრამპმა სტრიპს ზედმეტად დაფასებული მსახიობი უწოდა, მაგრამ როგორც მერილ სტრიპი იტყოდა, მერე რა? ის ერთადერთი და განუმეორებელია და ეს ყველამ კარგად იცის.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბეტ მიდლერს ჟურნალისტმა ჰკითხა, უყურა თუ არა მერილ სტრიპის ახალ ფილმს, რაზეც მსახიობმა თქვა, რომ ნახა და იხუმრა, რომ ძალიან არ მოეწონა, რადგან მერილ სტრიპი მასზე ბევრად უკეთესია, რაზეც წამყვანისგან ცოტა ხისტი პასუხიც მიიღო – “არაუშავს, ნუ იდარდებ ამაზე, ის ყველას გჯობნით”.

ასეა თუ ისე, მერილ სტრიპი დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი მსახიობია – სამი ოსკარით (ოცდაერთი ნომინაცია), ოქროს გლობუსებით, ემით, ბაფტათი და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ეს ყველა ჯილდო ნამდვილად ოქროსია, მერილ სტრიპი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნება მათ გადაადნობის შემთხვევაში.

მოდით გავიგოთ 20 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპის შესახებ.

1. აშშ-ში 27 მაისი მერილ სტრიპის დღეს არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 27 მაისს ამერიკაში ლეგენდარული მერილ სტრიპის დღეს აღნიშნავენ. ეპიცენტრი კი რა თქმა უნდა ლოს-ანჯელესია, სადაც ეწყობა გამოფენები და კინოჩვენებები.

2. მერილ სტრიპს საკუთარი სახელი დაპატენტებული აქვს.

ლეგენდარულმა მსახიობმა მერილ სტრიპმა საკუთარი სახელი დააპატენდა. განაცხადი მსახიობმა აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში შეიტანა და მოითხოვა, რომ მის სახელზე ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მას ჰქონდეს და არავის შეეძლოს მისი გამოყენება რაიმე პროდუქტის რეკლამის მიზენით. მსახიობმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში გამოჩნდა სათამაშოები, პარფიუმერია, ტანსაცმელი და სხვა პროდუქცია, რომელიც მერილ სტრიპის სახელით გამოვიდა ბაზარზე. რა თქმა უნდა, მისი სახელის დაპატენტება არ კრძალავს სტრიპის ხსენებას სხვადასხვა ვებგვერდზე, ფილმებსა თუ სხვა ღონისძიებაზე.

3. სკოლაში სწავლის პერიოდში ის ჩირლიდერი იყო.

4. ვერტმფრენების ეშინია

5. კარიერაში მიღებული ჯილდოების გარდა, მიღებული აქვს უამრავი პრიზი ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.

მერილ სტრიპი არასდროს ერიდება ღიად თქვას საკუთრი სათქმელი. ის აქტიურად იბრძვის ლგბტ და ქალთა უფლებებისთვის.

6. მერილ სტრიპი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია ჰოლივუდში.

აქტიური კარიერის მიღმა, სტრიპი არაერთის აქმელმოქმედო ორგანიზაციის წევრია. ის საკუთარი ჰონორარიდან ყოველთვის ურიცხავს თანხას ობოლთა თავშესაფრებს, ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და აქვ საკუთარი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს 40 წელს გადაცილებულ ქალ სცენარისტებს საკუთარი თავის რეალიზებაში.

7. მეგობრობს ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავთან

მერილ სტრიპის მეგობრების სიაში უამრავი ვარსკვლავია, მათ შორის იყო კერი ფიშერიც. მეგობრობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან – ნიკოლ კიდმანი, გოლდი ჰოუნი, ბეტ მიდლერი, შირლი მაკლეინი, გლენ ქლოუზი და ა.შ.

8. უყვარს ქსოვა. მოსასხამი, რომელიც ფილმში Doubt აცვია, თავად მოქსოვა.

9. 2014 წელს ბარაკ ობამამ თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

10. გარდა ამისა, ის ობამების საყავრელი მსახიობიც არის.

11. მისი სიტყვა საპატიო ოქროს გლობუსის მირების დროს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტყვად მიიჩნევა.

სტრიპის გამოსვლის სრული ტექსტი ქართულად წაიკითხეთ აქ.

12. სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ის ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად მუშაობდა.

13. არასდროს არ გახვეულა დიდ სკანდალში.

მაშინ როცა დღევანდელი ჰოლივუდის ვარსკვლავების ურმავლესობა საკუთარ კარიერას სკანდალების ხარჯზე აწყობს, შეიძლება ითქვას, რომ სტრიპი იმ იშვიათთაგანია, ვინც არასდროს გახვეულა რაიმე სკანდალში.

14. მერილ სტრიპი დაწყებით სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო

სკოლაში მერილ სტრიპი არ ითვლებოდა ლამაზ გოგოდ და ამის გამო მას ხშირად დასცინოდნენ.

15. მერილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.

სტრიპის პირველი სიყვარული მსახიობი ჯონ კაზალე მერილზე 13 წლით უფროსი იყო. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სტრიპის სახელი არაფრისმთქმელი იყო. ურთიერთობის 2 წლის თავზე კაზალე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს, სტრიპმა შვებულება აიღო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო. კაზალე 1978 წელს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი მასთან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ამ ამბის შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, ამ ტრაგიკულმა ამბავმა მერილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მეტიც, ის ამ თემაზე არასდროს საუბრობს.

16. სტრიპის ახალი სიყვარული – დონ გამერი.

ჯონის გარდაცვალების შემდეგ სტრიპის დროებითი საცხოვრებელი ძმის მეგობარის სახელოსნო გახდა. დონ გამერი მერილისთვის კარგი მეგობარი აღმოჩნდა, ისმენდა მის ამბებს და განცდებს, რომელიც პირველი სიყვარულის ტრაგიკულად დამთავარების შემდეგ გამოჰყვა. ცოტა ხანში წყვილი მიხვდა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და საცხოვრებლადაც ერთად გადავიდნენ. 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია კი დღემდე გრძელდება და ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად ითვლებიან.

17. კარიერის დასაწყისში, კინგ-კონგის კასტინგზე მისულს პროდიუსერმა მას მახინჯი ქალი უწოდა.

კინგ-კონგის კასტინგზე მისულს პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: რატომ გამომიგზავნე ეს უშნო ქალი?”, სტრიპმა კი იტალიური იცოდა და უპასუხა – “ვწუხვარ, რომ არ ვარ საკმარისად ლამაზი იმისთვის, რომ კინგ-კონგში ვითამაშო”.

18. გლენ ქლოუზისა და მერილ სტრიპის ურთიერთობა.

მერილი და გლენი დიდი ხნის მეგობრები არიან. თუმცა წლების წინ ისინი ხშირად ერეოდათ ერთმანეთში.ერთხელ კი გლენმა ამ თემაზე იხუმრა და თქვა – “სამწუხაროა, რომ ოსკარის გადაცემის დროს არ ვეშლებით”. შეგახსენებთ, გლენ ქლოუზი ოსკარზე 6-ჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ვერც ერთხელ მაოხერხა დოლბის სცენაზე ასვლა პრიზის მისაღებად.

19. 1965 წელს ის ბიტლების კონცერტს დაესწრო პოსტერით, რომელსაც ეწერა – მე მიყვარს პოლი.

412 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი