​ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ნათესავები არიან. ისინი ერთმანეთის სიძე და ცოლისძმა იყვნენ.

მათ ძებნაში სამაშველო სამსახური 2 დეკემბერს, შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო. საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

716 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი