„ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში სხვისი ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობა მხიბლავს“, – ამბობს რობერტ დენირო, რომლის დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა, როცა ეპიზოდური როლი შეასრულა სკოლის თეატრალურ დადგმაში.

დრო ყოველთვის სწრაფად გადის, არ ღირს დაგეგმვა, გადადი პირდაპირ საქმეზე!

ღიმილით შეხვდი დეპრესიას, იდიოტად ჩაგთვლის და თავს დაგანებებს.

ყველაზე ძვირფასი ნიჭი – სწორი არჩევანის გაკეთების უნარია.

ყველას საკუთარი რეალობა აქვს და სიმართლის დანახვა არავის უნდა.

ის, ვინც არაფერი იცის, ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს და არასდროს აძლევს თქმის საშუალებას მას, ვინც მართლა ბევრი იცის.

ყოველთვის მათ ვემსგავსებით, ვისთანაც ვურთიერთობთ, ამიტომ იმეგობრე მათთან, ვისაც გინდა რომ ჰგავდე.

დღეს უფრო ხშირად ვარ კარგ ხასიათზე, ვიდრე ახალგაზრდობაში, რადგან ნაკლებად მკაცრად ვაფასებ ადამიანებს.

საწყენია, როცა ერთი გენიალურის შექმნაზე ფიქრობს, მეორე კი, მისი გენიალურობიდან მაქსიმალური სარგებლის ნახვას ცდილობს.

სანამ არ მოსინჯავ, ვერასდროს გაიგებ, ღირდა თუ არა მოსინჯვა.

შიშის დაძლევა ყველაზე დიდი გმირობაა, თუმცა არასდროს აგერიოს სითამამე უგუნურებაში.

ვისაც გარისკვა ეშინია, ვერც საკუთარი თავის ფასს გაიგებს ვერასდროს.

55 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი