სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, რომელიც სამარშრუტო მიკროავტობუსშია გადაღებული. თამო საჩანელიას მიერ გავრცელებულმა ამბავმა ინტერნეტმომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“39 ნომერი “მარშუტკის” მძღოლი. პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა 👏🥰

ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ , გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს.

120 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი